Digest Logo

🎥 როგორ განვასხვაოთ თვალის ალერგიები და ინფექციები ერთმანეთისგან? - ოფთალმოლოგის რჩევები

1775147461
 ანა დვალიშვილი

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბევრს აწუხებს თვალი პრობლემა ეს იქნება ალერგია, შეშუპება, სიწითლე და ქავილი.

თვალის ალერგიები, სიწითლე, ქავილი, - როგორ განვასხვაოთ თვალის ალერგიები და ინფექციები - ამის შესახებ გადაცემაში „დღის პოსტი“ ოფთალმოლოგი ანა დვალიშვილი საუბრობს.

„გაზაფხულზე მსგავსი შემთხვევები აქტიურდება, რასაც ჩვენ სეზონურ ალერგიას ვეძახით და როგორც წესი ხდება, ხველება, ცემინება, გამონადენი თვალებიდან. 

ალერგიის სიმპტომები კი ასე გამოიყურება - პაციენტი ამას უმეტეს შემთხვევაში თავად ხვდება, რადგან ახასიათებს სეზონური ალერგია. გახსოვდეთ შეიძლება გარკვეული მცენარე, რომელზეც გაქვთ ალერგია არ იყოს თქვენთან ახლოს - სახლში, ოთახში, კილომეტრების მანძილზე გადადის ეს მტვერი.

20-30 წლის ასაკში ვლინდება ხოლმე ძირითადად ალერგიის მსგავსი შემთხვევები, შესაძლოა ჩაგიწითლდეთ მხოლოდ ერთი თვალი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ორივე თვალებზე ხდება ალერგია.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვასხვაოთ თვალის ალერგიები და ინფექციები,  როდესაც თვალებიდან არის გამონადენი მოთეთრო, მოყვითალო ფერის და იღვიძებთ თვალები შეწეპებულია, გიჭირთ თვალის გახელა, ეს ინფექცია, ხოლო ალერგიას ახასიათებს, სიწითლე, ქავილი და უხვი ცრემლდენა“, - ამბობს ოფთალმოლოგი. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დიდხანს უნდა გვყავდე, სითბო და სიყვარული არ მოგაკლდება ნენა“ - ნათელა ბებო 81 წლის გახდა

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕როგორ წარიმართება პატრიარქად კურთხევის ცერემონია, სად ხდება აღსაყდრება - ყველაფერი რაც, ამ თემაზე უნდა იცოდეთ!