ბიზნესკონსულტანტმა, ტრენერმა და „მართვის აკადემიის“ დამფუძნებელმა სანდრო ჯეჯელავამ პოდკასტში - Founders Club განათლების არსზე, ოჯახის როლზე, თვითგააზრებასა და განვითარებისთვის საჭირო გარემოზე ისაუბრა.
ჯეჯელავამ ყურადღება გაამახვილა სწრაფი რიტმის პირობებში გააზრებისა და რეფლექსიის დეფიციტზე და ნილს ბორის ლაბორატორიის მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ მხოლოდ ადრე მოსვლა და გვიან წასვლა საკმარისი არ არის, თუ ადამიანს ფიქრისა და ჰიპოთეზების გააზრების დრო არ აქვს.
მისივე თქმით, ზრდისთვის ყველაზე სასარგებლო ის გარემოა, სადაც ადამიანს კომფორტის ზონა არ უმშვიდებს ეგოს და თავს უფრო ძლიერ პროფესიონალებს შორის ხედავს:
„აი, მხარი მხართან რომ დააბაო ხომ, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო - ძალიან ადვილია, რომ ტოქსიკურ ხალხში ცოტა შენც გატოქსიკურდე და თქვა, რომ ნორმა ეს არის ხომ, ან ზარმაც ხალხში ცოტა შენც გაზარმაცდე... ჩვენ ვართ ძალიან სწრაფი დროის შვილები, როცა გაცნობიერება საერთოდ თითქოს არ იგულისხმება... სანამ იქნები გუშინდელი თამაშის გაცნობიერებაში, გაგისხლდება ხელიდან ხვალინდელი ამბიცია“,- ამბობს ჯიჯელავა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: