Digest Logo

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან კოღოს, თუ სხვა მწერების ნაკბენები - რჩევები

1719645176
მწერებიმწერები

ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება მწერებისა და პარაზიტების რაოდენობაც. ერთ-ერთი უსიამოვნო და შემაწუხებელი კოღოს ნაკბენია, რაც ღამე არ გვაძინებს, ხოლო ნაკბენი სივდება და ქავილის შეგრძნებას იწვევს.

თუმცა რაც გვკბენს, ყველაფერი კოღო არ არის და ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ სხვადასხვა მწერის ნაკბენის ერთმანეთისგან კარგად გარჩევა შეგვეძლოს.

1. კოღოს ნაკბენი

კოღოს კბენის შემდეგ, რომ არა აუტანელი ქავილის შეგრძნება, სხეულზე გაჩენილი სიწითლე და შესიებაც მარტივად მიიქცევდა თქვენს ყურადღებას. როგორც წესი, დაზიანება მალევე ქრება, მაგრამ არსებობს შედარებით მძიმე შემთხვევებიც, როდესაც აუტანელი წვისა და სისუსტის შეგრძნება გვაწუხებს, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ექიმს მიაკითხოთ.

2. კრაზანის ან ფუტკრის ნაკბენი

ადამიანისთვის კრაზანის ან ფუტკრის ნაკბენი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წარმოადგენს საფრთხეს, თუ მას ალერგია აქვს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ თავდაპირველად შხამიანი ნესტარი მოიცილოთ, შემდეგ კი ექიმს მიმართოთ.

3. რწყილის ნაკბენი

რწყილის ნაკბენიც საკმაოდ მარტივად შესამჩნევია, რადგან სხეულის დაზიანებული უბანი წითელ შეფერილობას იღებს. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ქავილისა და ანთებითი პროცესის საწინააღმდეგო მალამო გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია ინფექცია განვითარდეს.

4. ბუზის ნაკბენი

ბუზის ზოგიერთი სახეობა ადამიანს არ ერჩის, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც დიდი სიამოვნებით შეექცევიან ჩვენს სისხლს. ვინაიდან ამ მწერებს საკმაოდ დაბინძურებულ ადგილებში უყვართ ფრენა, დიდი შანსია, რომ მისმა ნაკბენმა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.

5. ობობას ნაკბენი

ობობას ნაკბენი ყველაზე მარტივად შესამჩნევია, რადგან თუ გაგიმართლათ და შხამიანი არ არის, სხეულზე ნაიარევის სახით ის ორ პატარა წერტილს ტოვებს. აღსანიშნავია, რომ ობობების უმრავლესობა სრულიად უვნებელია, თუმცა თუ მისი ნაკბენის შემდეგ ამჩნევთ, რომ სიმპტომები საგანგაშოა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ასეთი ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყავით მთელი ცხოვრება“ - ირინკა კავსაძე დაქორწინდა

⭕„ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ“ - გიორგი მამარდაშვილი

⭕„ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა ღირსებით და ბრძოლის ჟინით შეუძლია ქართველებს ბრძოლა“ - მამუკა მდინარაძე

წყარო: on.ge