
ზაფხული ფენ-შუიში – ჰარმონიის დროა
ფენ-შუი აღმოსავლური ხელოვნებაა, რომელიც გვასწავლის, როგორ დავაბალანსოთ ენერგია ჩვენს გარშემო. ზაფხული კი ფენ-შუის თვალსაზრისით ცეცხლის სტიქიას უკავშირდება – ეს დროა სითბოს, ენერგიის, შინაგანი სიცხადისა და ურთიერთობების გააქტიურებისთვის.
თიკა ქოქაშვილი, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად სწავლობს ენერგეტიკულ ბალანსსა და ფენ-შუის პრინციპებს, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, მოგვიწოდებს: „დასვენება კი არ უნდა იყო გაქცევა, უნდა გახდეს ენერგიის მოწესრიგება“.
„თვითონ ფენ-შუი არის ბალანსში ყოფნა სამყაროსთან. რადგან უკვე გვაქვს საშუალება გავიდეთ ბუნებაში ძალიან კარგი არის მიწაზე ფეხშიშველი სიარული, რომელსაც დამიწებას ვეძახით. ხანგრძლივი სიცოცხლის ერთ-ერთი მაგალითი არის ეს. მიწას აქვს იმის უნარი, რომ არასასურველი ენერგიები გაიტანოს ჩვენი სხეულიდან. ასევე გვმუხტავს დადებითად.
ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან შემოკლდა, რადგან პრაქტიკულ ცხოვრებაზე გადავედით. ჩნდება მეტი პრობლემაც. ამიტომ სიჯანსაღეს და ჰარმონიას ქმნის ხუთი ელემენტის ბალანსი. წყალი არის არაჩვეულებრივი, განსაკუთრებით მარილიანი, რომელიც სხეულს და კანს ასუფთავებს. რაც უფრო სუფთაა წყალი უფრო კარგია ენერგიისთვის. ძალიან კარგია მათთვის ვისაც შფოთვის პრობლემები აქვს, მას შეუძლია თქვენი ცუდი ფიქრები წაიღოს“, - ამბობს თიკა ქოქაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: