Digest Logo

🎥 როგორ გავიქროთ არასასურველი თმა და რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება - ზაზა თელიას რეკომენდაცია

1748412741
 ზაზა თელია

ლაზერული ეპილაცია ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო, სწრაფ და უმტკივნეულო მეთოდად მიიჩნევა არასასურველი თმის მოსაშორებლად. მიუხედავად აქტუალობისა, მის მიმართ არაერთი მითიარსებობს. ადამიანთა არც თუ ისე მცირე ნაწილი ლაზერული ეპილაციას ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს.

არსებობს 6 ტიპის კანი, რომელსაც ლაზერული ეპილაციის გაკეთების დროს სპეციალური მიდგომა სჭირდება. ვიდრე ეპილაციას გაიკეთებთ, არაერთი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.

რა განსხვავებაა ალექსანდრიტს, დიოდსა და ნეოდიოდს შორის, რომელი თმის ფერისთვის რომელი უნდა გამოიყენოთ და რა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ ეპილაციის გაკეთების შემდეგ - აღნიშნულ თემებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„ამ თემაზე ძალიან ბევრი მითი არსებობს, სამწუხაროდ ამაში დამნაშავე ჩემი კოლეგებიც არიან. თინეიჯერებში დიდი მნიშვნელობა აქვს თმის მოშორებას, რადგან შეიძლება იმდენად დამთრგუნველი იყოს მისთვის, რომ ბულინგი მიიღოს სკოლაში, დეპრესიაში ჩავარდეს. 

ყველაზე ცნობილია ალექსანდრიტი - 755 ნანომეტრი, დიოდი - 800-810 ნანომეტრი, ნეოდიოდი 1064 ნანომეტრი.  თითოეული ეპილაციის ტალღის სიგრძე იჭერს მელანინს, ამიტომ როცა ვამბობთ ყველაზე ეფექტური როდის იქნება, იქნება მუქი ფერის თმაზე, იმ ადამიანებში ვისაც მუქი ფერის თმა აქვს და ღია ფერის კანი. ამიტომაა, რომ გარუჯულ სხეულზე ლაზერული ეპილაციის გაკეთება არ შეიძლება. სანამ კანს ფერი აქვს შეცვლილი იქამდე არ არის რეკომენდებული, გვერდითი ეფექტების რისკები იზრდება. 

1  ტიპის კანი არის რომელიც ყოველთვის იწვება, ვერასდროს ირუჯება, ანუ თეთრი ფერის და ამ დროს უნდა გაკეთდეს დიოდური ეპილაცია“, - ამბობს ზაზა თელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის ზაფხულის პირველი თვე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდება

რა გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე მისი დაბადების რიცხვი

„ჩემი ოჯახი, ჩემი სიწმინდე“ - თეონა ცირამუა ახალ ფოტოებს გვიზიარებს