
როგორ გავრეცხოთ და შევინახოთ ხილ-ბოსტნეული სწორად? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა ისაუბრა:
„მარწყვს შეძენის დროს უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ ის არ იყოს დაზიანებული. ხშირად არის შემთხვევები, როცა რეალიზაციის ადგილზე რბილდება და არის დამპალი. როდესაც სიდამპლე აქვს მარწყვს იწვევს სხვაზეც გადასვლას და საბოლოოდ ეს ყველაფერი იწვევს გაფუჭებას. როდესაც ჯანსაღ მარწყვს შევიძენთ, არ შეიძლება მისი დიდ ხანს წყალში გაჩერება, რადგან მას ფაქიზი სტრუქტურა აქვს და ზიანდება. საბოლოო ჯამში ჭკნება ან ლპება და შესაბამისად გემო არ აქვს. დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში უნდა გავრეცხოთ. კარგად გადავავლოთ წყალი, შევინახოთ და მივირთვათ.
რაც შეეხება ახალ კარტოფილს. ერთ-ერთი ძალიან საშიში ტოქსინია სოლანები, რომლებიც გამოიყოფა მასზე და აქვს მწვანე შეფერილობა. ზოგს თხლად აქვს ზოგს კი სქლად. ასეთი პროდუქტის მიღების შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანების რისკი მაღალია. როდესაც კარტოფილს შევიძენთ აუცილებლად უნდა გაითალოს კარგად და ნადები მოსცილდეს. თავად პროდუქტის შენახვის დროსაც ჩნდება ეს სოლანები, ამიტომ შედარებით უსინათლო გარემოში უნდა შევინახოთ“, - ამბობს ირაკლი არაბული.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გაზაფხულზე სიყვარული მოვა...“ - ეკა და ნუკა კვალიაშვილების შთამბეჭდავი შესრულება