Digest Logo

🎥 „მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ხარ და გთხოვ დარჩიო უყვიროდნენ...“ - Geo Team-ი გიორგი მამარდაშვილისა და მისი ფანების ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

1747663068
გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა და მატჩის შემდეგ ქომაგებს დაემშვიდობა. „ღამურები“ ლა ლიგაში დასკვნითი ტურის შეხვედრას 25 მაისს სტუმრად „ბეტისთან“ გამართავენ.

ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულს“ შეუერთდება და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე მამარდაშვილის ბოლო მატჩს დაესწრო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მამარდაშვილი ფანებს შეხვდა, რომლებიც მას ემოციურად სთხოვდნენ „ვალენსიიდან“ არ წასულიყო. ვიდეოს კი სოციალურ ქსელში საბა საპანაძე აქვეყნებს და წერს:

„მესტალიადან“ გამოსულზე ფანებისთვის გიორგი მამარდაშვილის გაჩერება ორმაგად ემოციური იყო… გიორგი,  ისე, რომ იცოდნენ, ამის შანსი 0-ის ტოლი იყო…

ყველას მოუწერა ხელი, ფოტო ყველასთან გადაიღო და არავის დაწყვიტა გული… გზაში კი თავისთვის იხსენებდა ყველა იმ დეტალს, რაც ვალენსიამ და ამ ქალაქმა ქართველ მეოცნებე ბიჭუნას აჩუქა.

ლამაზი ზღაპრის შემდეგი თავფურცელი მზიანი „ვალენსიიდან“ წვიმიანი „მერსისაიდია“, - წერს საბა საპანაძე ვიდეოზე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Georgian National Team 🇬🇪⚽️ (@geo__team)

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაზაფხულზე სიყვარული მოვა...“ - ეკა და ნუკა კვალიაშვილების შთამბეჭდავი შესრულება

⭕აწყურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა

🎥 „ჩემი ბიძა მურმან ჯინორიაა...მამაჩემი მივიდა მასთან და უთხრა - მიშველე მეღუპება შვილიო“ - რას ჰყვება თემურ გვალია