Digest Logo

❌ როგორ კლიენტებს უნდა ერიდოს სპეციალისტი: პროფესიული საზღვრები და ობიექტური რეალობა

1791800066
 თამარ წიკლაურ

ნებისმიერი პროფესიონალის დრო და ენერგია შეზღუდულია. იმისათვის, რომ მუშაობამ რეალური შედეგი გამოიღოს, აუცილებელია ორმხრივი პასუხისმგებლობა.

ქვემოთ ჩამოთვლილია კლიენტების ის კატეგორია, რომელთან თანამშრომლობაც თავიდანვე არაეფექტურია:

❌ სასწაულის მაძიებლები: ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაჭრას ერთ სესიაში ან ერთ სადიაგნოსტიკო ტესტში ელიან, თანაც სრულიად უსასყიდლოდ.

❌ ფარული კონსულტაციის მომთხოვნები: ისინი, ვინც შენს პროფესიონალურ და ზრდილობიან გამარჯობაზე პასუხად დაუსრულებელ შეტყობინებებს გიგზავნიან, რათა მანიპულაციურად გამოგტყუონ უფასო რჩევა ან თერაპია.

❌ ქრონიკული მსხვერპლი: ადამიანები, რომლებიც ათწლეულებია მსხვერპლის როლს ირგებენ და აქვთ ილუზია, რომ ერთი უფასო რჩევით რამეს შეცვლიან. ისინი ხშირად იყენებენ ირიბ მანიპულაციას, თითქოს სიკეთის გაკეთება მხოლოდ უფასოდ არის შესაძლებელი. ჩნდება სრულიად ობიექტური კითხვა: თუ თქვენ თავად არ იმეტებთ საკუთარი თავისთვის რესურსს და გენანებათ მასში ინვესტირება, მე რატომ უნდა ვიყო თქვენს კარგად ყოფნაზე პასუხისმგებელი?

❌ ელემენტარული კულტურის არმქონენი: პირები, რომლებიც კომუნიკაციას პირდაპირ ერთი სიტყვით, „ფასი?“ იწყებენ. თუ ადამიანს კონსულტაციის გავლა ან სერვისის მიღება სურს, „გამარჯობა“ კომუნიკაციის საბაზისო სტანდარტია. ეს უკულტურობის უმაღლესი დონეა, რომლის შემდეგაც საუბრის გაგრძელება უბრალოდ არაპროფესიონალურია.

✅ სიმართლე ისაა, რომ მსგავსი დამოკიდებულების მქონე ადამიანებს ათასი სპეციალისტიც ვერ დაეხმარება, რადგან მათ არ აქვთ მზაობა საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის ასაღებად.

✅ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი ზრდილობიანი პასუხი ასეთ შემთხვევებში პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემაა და არა თქვენი დამსახურება.

✅ ჯანსაღი პროფესიული დინამიკა მარტივია: მე ვარ სპეციალისტი და გთავაზობთ კონკრეტულ სერვისებს. მე არ მჭირდება თქვენი დახმარება, სერვისი თქვენ გჭირდებათ. შესაბამისად, პროცესის მიმართ ელემენტარული პატივისცემაც თქვენი ვალდებულებაა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕ჭოხონელიძეების მოგზაურობა ბელგიაში გრძელდება - ოჯახური ფოტოები სოციალური ქსელიდან

🎥 „ტკივილი წელის არეში, რომელიც ფეხში გადაეცემა, ყოველთვის ხერხემლის თიაქრის გამო არ ვითარდება“ - რეაბილიტოლოგის მიმართვა

⭕„ცოტა სხვანაირი მე“ - ლიკა კვარაცხელია დავით ბანცაძის ობიექტივში

✕