Digest Logo

🎥 „თეთრი მთვარის“ სასწორში გადასვლა, 3 გეომაგნიტური დღე და პოზიტიური ენერგოველი - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1791788819
მიხეილ ცაგარელი

„გვაქვს საინტერესო, კარგი კვირა. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა, ამიტომ სასიკეთო ცვლილებები იქნება, განწყობაც უკეთესია, ჯანმრთელობაც უმჯობესდება. 

არსებობს ასეთი მცნება, „თეთრი მთვარე“, რომელიც არის ჩვენი მფარველი ანგელოზი ასტროლოგიაში, ანუ ნათელი ენერგიების მატარებელია და გადადის სასწორის ზოდიაქოში 7 თვით. ეს მოვლენა ჩვენგან ითხოვს გავხდეთ სასწორი, ანუ მშვიდობის მტრედი, სიმშვიდე და ჰარმონია უნდა შეიტანოთ ყველგან, პრობლემები მშვიდობიანად უნდა მოაგვაროთ. საუკეთესო დრო მოდის ქორწინებისთვის. სიყვარული მიიღებს ლამაზ ელფერს“,- ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და საზოგადოებას მიმდინარე კვირის რეკომენდაციები გაუზიარა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი და კვირა. 

„განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს პარასკევი, „სელენა“ შედის პირველ გრადუსში, რაც დამანგრეველია. ზოგიერთი გახდება უსამართლო და დამალავს სიმართლეს. 

შაბათი და კვირა საუკეთესო დღეებია მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. 

სამშაბათი გამოიყენეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის. 

ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზი ასე გამოიყურება: 

ვერძი - იმუნიტეტი ძლიერდება, ხდებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, მაგრამ მოგეთხოვებათ მშვიდობიანად, დიპლომატიურად გადაწყვეტა ნებისმიერი პრობლემისას. მთავარი ეკალი ფინანსებში გაქვთ. 

კურო - ენერგოტონუსი ნელ-ნელა გემატებათ, მაგრამ არ გადაიღალოთ. შეიძლება ცვლილებები მოხდეს თქვენს ირგვლივ, სოციუმში, რაც ხელს შეგიწყობთ კარიერულ განვითარებაში, მაგრამ ყურადღება საჭიროა პარტნიორულ ურთიერთობებში. 

ტყუპები - მდგრადი, აქტიური ხართ, იღბალი თქვენს ხელშია, ამიტომ წარმატების შანსები მაღალია, სიყვარულის დრო გაქვთ, მაგრამ ნუ იქნებით იმპულსურები, სულსწრაფები, რადგან ამის გამო ზოგიერთ პარტნიორმა შეიძლება უარი თქვას თქვენთან თანამშრომლობაზე. 

კირჩხიბი - გაცილებით მშვიდი კვირა გაქვთ, ვიდრე წინა, პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ, შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, კარიერულად წინ წაიწევთ, სასიკეთო ცვლილებების დროა.

ლომი - ენერგიული, მოძრავი და აქტიური ხართ, გაილაღებთ ფინანსურად, მრავალფეროვანი ურთიერთობის დროა. გაიცანით ახალი ადამიანები, იმოგზაურეთ, ისწავლეთ, გამოგდით ბევრი რამ. 

ქალწული - ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ნუ გადაიღლებით. იმოძრავეთ, იმოქმედეთ. გულმოდგინედ ასრულებთ დაკისრებულ საქმეს, რასაც ხელმძღვანელი პირები შეამჩნევენ. გადაწყვეტილების მიღების დროს იმოქმედეთ პრინციპით „ასჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით“. 

სასწორი - ბრწყინვალე ფორმაში ხართ, ბრწყინავთ, საოცარი შარმი გაქვთ. აქტიური და კონტაქტური ხართ, თქვენი დროა, ვარსკვლავური პერიოდი გაქვთ. 

მორიელი - საყურადღებო პერიოდი გაქვთ, მაგრამ დაბადების წინა პერიოდი გაქვთ, რის გამოც შესაძლოა მავნე ჩვევებს აჰყვეთ, იმპულსურობა თქვენში გაზრდილია, მარტივია თქვენი გაღიზიანება, სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობა დაძაბულია. 

მშვილდოსანი - აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხართ. სიახლეების დროა, აუცილებელია ინტერნეტთან მაქსიმალური ურთიერთობა, მაგრამ მთავარია არ გადააცილოთ საკუთარ შესაძლებლობებს. 

თხის რქა - მშვიდი პერიოდია, ახლობლები მატერიალურ დახმარებას გაგიწევენ, შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, თუ ეს სფეროები იქნება სტაბილური, გაცილებით მეტი შანსები გექნებათ. 

მერწყული - კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, უცხოეთთან რაც შეიძლება აქტიური კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. 

თევზები - გამოცოცხლდებით, თავს უკეთ იგრძნობთ. ინტუიცია იმატებს და სწორ არჩევანს აკეთებთ, მაგრამ სამყარო საიდუმლოს დაცვას ითხოვს, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ, მაგრამ შემოქმედებითი კუთხით წარმატებები იქნება“,- აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:👇

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „იღებთ მაქსიმალურ სიკეთეს და დამიჯერეთ, ძალიან იშვიათად ხდება ეს თქვენს ცხოვრებაში“ - მიმდინარე კვირის მთავარი ტენდენციები ანზორ ოდიშარიასგან

🎥 „ის დაბადების დღე თენდება, რომელზედაც მთელი 26 წელი ვოცნებობდი“ - ბარბარა სამხარაძე იუბილარია

⭕„ახალი გზები, ურთიერთობები, ცოდნა და გაბედული გადაწყვეტილებები...“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

✕