ზამთრის მოახლოებასთან ერთად ორგანიზმს მზის ნაკლებობა და „დ“ ვიტამინის დეფიციტი ემუქრება. სპეციალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მზე ჯერჯერობით გვანებივრებს, საჭიროა წინასწარ მოვემზადოთ და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ როგორც „დ“, ისე კალციუმის მიღებას, განსაკუთრებით ბავშვებში.
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ვიტამინები აკლია?
შესაძლებელია თუ არა კალცისა და D ვიტამინის ბუნებრივი საშუალებებით შევსება?
აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ ისაუბრა:
„აქტიური პერიოდია, რომ ზამთრისთვის მოვემზადოთ. მზე ჯერჯერობით გვანებივრებს, მაგრამ „დ“ ვიტამინის შესაქმნელად აუცილებელია მისი ულტრაიისფერი სხივების წარმოქმნა. ზაფხულში, როგორც წესი, ამ ვიტამინის დეფიციტი არ გვაქვს ხოლმე.
მოზრდილებში მიდგომა შეიცვალა, რადგან შეგვიძლია დანამატების სახით მივიღოთ „დ“ ვიტამინი, მაგრამ ბავშვებში, ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით - ახალშობილებიდან დაწყებული წლამდე ასაკში, მნიშვნელობა არ აქვს ძუძუთი კვებაზეა თუ ხელოვნურზე, აუცილებელია 200–400 ერთეულის „დ“ ვიტამინის მიღება“, - განმარტა მაია ჩხაიძემ.
მისი თქმით, „დ“ ვიტამინის დეფიციტის დროს შესაძლებელია სხვადასხვა მცენარეული დანამატების გამოყენება, რომლებიც წარმოდგენილია როგორც ზეთოვანი, ისე ტაბლეტების ფორმით.
„კალციუმის დეფიციტის დროს კარგი იქნება რძის პროდუქტების მიღება. თუ არის ისეთი მდგომარეობა, როცა ბავშვს ვერ ვაძლევთ რძის პროდუქტებს, კარგი ალტერნატივაა ბროკოლი და კომბოსტო. თუმცა ზოგჯერ ამ პროდუქტებით ის რაოდენობა ვერ მიიღება, რაც ორგანიზმს სჭირდება. კალციუმს დიდი როლი აქვს ძვალსახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, ასევე მოქმედებს იმპულსების გადაცემასა და გულის კუნთის მუშაობაზე“, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით