Digest Logo

როგორ მოქმედებს დედის ვეგეტარიანული კვება და მოწევა ნაყოფზე? - ჰემატოლოგის რჩევები

1602755933
ეიმი ორსული ქალის კვებაზე

ჰემატოლოგმა ნანა ლოლაშვილიმა გადაცემაში „პირადი ექიმი“ ვიტამინების დეფიციტისა და ანემიის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ანემია კაცებზე ხშირად ქალებს აწუხებთ. ლოლაშვილი, იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც ორსულობის დროს ქალებს ვეგეტანიარული კვება, ვიტამინების თვითნებურად მიღება და სიგარეტის მოწევა უქმნით.

მედიკოსის თქმით, ფეხმძიმობის დაგეგმვამდე ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შემოწმება და ორსულობის პერიოდში სწორი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოავანია.

„ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია. ფეხმძიმობამდე ელემენტარულად სისხლის საერთო ანალიზი მაინც გაკეთდეს. თუ ქალი რკინას და ვიტამინ B 12-ს საკმარისი რაოდენობით იღებს, მას ვიტამინები და რკინა მთელი ორსულობის განმავლობაში ეყოფა.

მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ?

ქალების უმრავლესობა ვეგეტარიანულ კვებაზეა გადასული, აღარ ვლაპარაკობ მკაცრ ვეგანობაზე. ეს არ არის სოციალურ პირობებთან დაკავშირებული. ხშირად ამბობენ ქალები : „ხორცი არ მიყვარს, არ ვჭამ.“ მერე იწყება ტირილი: „ბავშვს ხომ არ დაემართება რამე?“ ახლა მივაღწიეთ იმას, რომ პირველი ტრიმესტრის შემდეგ კეთდება ანალიზები, რომ დრო დაგვრჩეს პრობლემის მოსაგვარებლად. ამას ერთ კვირაში ვერ გამოასწორებ.

რკინადეფიციტური ანემია აქამდეც ხშირი იყო და დღემდე პრობლემად რჩება, მაგრამ ამას დაემატა B12. ადრე ითვლებოდა, რომ B12-ის დეფიციტი ასაკოვანი ადამიანების დაავადება იყო. ეს დაავადება რომ განვითარდეს, შვიდი წელი არ უნდა მიიღო ხორცი, კვერცხი, ცილა.

ახლა სრულებით შეცვლილია ვიტამინების მიმართ დამოკიდებულება. პირველ ტრიმესტრში B ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავის გარდა არ უნდა დაინიშნოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში კატეგორიულად არის მითითებული, რომ თუ ორსულს ვიტამინის დეფიციტი არ აქვს, არ შეიძლება მისთვის ვიტამინების მიცემა. მხოლოდ ერთი ვიტამინი შეიძლება დაინიშნოს ყოველგვარი განსაზღვრის გარეშე მწეველებში.

სამწუხაროდ, გვყავს ასეთი ორსულებიც. ამ დროს ბევრი C ვიტამინი იხარჯება. ბევრი ორსული ამბობს: „ვერ დავანებებ თავს მოწევას.“ ასეთი დედების ბავშვები ბრონქიალური ასთმის განვითარების საშიშროების წინაშე არიან. იმ რეგიონებში, სადაც D ვიტამინის ნაკლებობაა, ისიც შეიძლება დაინიშნოს. დანარჩენი ვიტამინები უნდა განისაზღვროს“, - აცადებს ნანა ლოლაშვილი.