Digest Logo

როგორ მოვიქცეთ თუ გველმა გვიკბინა? - რჩევები თბილისის ზოოპარკის ჰერპეტოლოგისგან

1779707512
 კოტე ფხაკაძე.

გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე, ბუნებაში გასვლისას თუ აგარაკებზე, ქვეწარმავლებთან შეხვედრის რისკი საგრძნობლად იზრდება. უსაფრთხოების წესებისა და პირველადი დახმარების შესახებ ქვეწარმავლების სპეციალისტი, ჰერპეტოლოგი კოტე ფხაკაძე მოსახლეობას უმნიშვნელოვანეს რჩევებს უზიარებს.

„როდესაც გველს დაინახავთ, უნდა წამოხვიდეთ ერთი ნაბიჯით უკან და გაერიდოთ იმ ადგილს. შხამიანი გველი ადამიანს ძირითადად ხელზე კბენს, გიურზა კი თითქოს აფრთხილებს ადამიანს კბენის წინ - ხმამაღალ სისინს გამოსცემს.

თუ გველმა გიკბინათ, პირველ რიგში მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, დალიეთ ალერგიის საწინააღმდეგო წამალი, იყავით უმოძრაოდ“, - ამბობს კოტე ფხაკაძე. 

⚠️ მნიშვნელოვანი გაფრთხილება: დაკბენილ ადგილზე ლახტის (ტურნიკეტის) დადება, ჭრილობის გაჭრა ან შხამის გამოწოვა კატეგორიულად დაუშვებელია და შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს.