Digest Logo

🎥 როგორ მოვიზიდოთ ფინანსები და სიყვარული ახალმთვარეობას? - თიკა ქოქაშვილის რჩევები

1745852895
თიკა ქოქაშვილი

როგორ მოვიზიდოთ ფინანსები და სიყვარული ახალმთვარეობას? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ფენ-შუის სპეციალისტმა თიკა ქოქაშვილმა ისაუბრა:

„მთავარი არის სწორად ჩამოვაყალიბოთ სურვილები რა გვინდა და რა არის პრიორიტეტი. ფინანსების შემთხვევაში ყოველთვის უნდა იყოს მითითება, რისთვის გვინდა ჩვენ ეს ან რატომ გვინდა. ასე უბრალოდ მოვინდომოთ ფინანსური ენერგია ასე არ ხდება.

მთვარის ფაზებს თუ დავაკვირდებით, აღმავალი დაღმავალი ფაზები ბევრ რამეზე გვადგება, თუმცა ეს ხელს არ უშლის ჩვენ სურვილებს. არ არის აუცილებელი ვუყუროთ აღმავალზე ჩავიფიქროთ თუ არა სურვილები.

როდესაც არის ახალმთვარეობა, მაშინ ჩვენი წინაპრებიც არაფერს არ აკეთებდნენ. როგორც ახალ დაბადებულ  ბავშვს არ მოეთხოვება ბევრი რაღაცის კეთება, ასევე არ არის სასურველი დავიწყოთ რაიმეს კეთება. ამიტომ არ მუშაობდნენ ჩვენი წინაპრები მიწაზე. რამდენიმე დღე აკვირდებოდნენ, მესამე დღიდან კი იმდენად ძლიერია მთვარე, რომ შეგვიძლია რაც გვინდა ის გავაკეთოთ.

აუცილებელია ყოველთვიურად გავაძლიეროთ ის სურვილები და ჩამოვაყალიბოთ, რაც გვინდა, რადგან ყოველ მომდევნო თვეს ახალი მთვარეა. საუკეთესო პერიოდია საქმეების წამოსაწყებად, ახალი ბიზნესის დასაწყებად და ფინანსური კუთხით, რადგან შესაძლოა ამან ზრდა მოიტანოს“, - აღნიშნა თიკა ქოქაშვილმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩადეთ წითელი ძაფი საფულეში…“– რიტუალები ფინანსებისა და კეთილდღეობის მოსაზიდად

⭕„ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ორგანიზმის ნამდვილი საწვავი მოდის ბუნებიდან...“ - გიორგი ფხაკაძე ორგანიზმში B ვიტამინის მნიშვნელობაზე წერს

⭕ვალუტის კურსი