Digest Logo

„თუ ისე იცხოვრე, რომ მშვიდი სიკვდილიც ვერ დაიმსახურე, მაშინ რა აზრი ჰქონდა შენ დაბადებას?“ - გია მურღულია

1763447214
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს:

„თუ არასდროს არ გყვარებია,
თუ არასდროს არ გიგრძნია სიყვარულის დაკარგვის სევდა,
თუ არასდროს აგიღია პასუხისმგებლობა მასზე, ვინც ან რაც გიყვარს,
თუ არასდროს შთაუგონებიხარ მშვენიერებას,
თუ არასდროს გითქვამს "არა", როდესაც ეს განსაკუთრებით აუცილებელი იყო,
თუ არასდროს დაგიცავს მართალი ან სუსტი,
თუ არასდროს გითქვამს უარი გამარჯვებაზე, როცა შენ გვერდით ღირსება მარცხდებოდა,
თუ სამშობლოს შენთვის არც ერთხელ ცრემლი ან ღიმილი არ მოუგვრია,
თუ ისე დაცემულხარ, რომ ფეხზე ვეღარ წამომდგარხარ,
თუ არასდროს ბავშვი არ გაგიხარებია,
თუ გითქვამს ღირებული და არ შეგისრულებია,
თუ ყვავილი ფეხით გაგითელავს და ტალახს ჩახუტებიხარ,
თუ ამქვეყნად მხოლოდ არაფრობას ქმნიდი და გამოხატავდი,
თუ ისე იცხოვრე, რომ მშვიდი სიკვდილიც ვერ დაიმსახურე,
მაშინ რა აზრი ჰქონდა შენ დაბადებას, რატომ შეაწუხე ცა - მოლოდინით და მიწა - შენი უაზრო და უმიზნო სიმძიმით?

გინდა ეს წინაპირობები და კითხვა დაუბადებლად გააქრო? მაშინ შენ იცი, როგორ მოიქცე.
ამის ცოდნა ღმერთს ჯერ არავისთვის დაუმადლებია“, - წერს გია მურღულია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „20 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 10:47 საათზე ახალმთვარეობაა მორიელის 29° გრადუსზე ეს არის ბოლო, კრიზისული გრადუსი“ - ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი

⭕უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი

⭕„არასასიკეთო დღეს მოგზაურობისთვის, კრედიტის ასაღებად და ახალ სახლში გადასასვლელად“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი