ჩურჩხელა ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული ტკბილეულია. ის არის თათარაში - ყურძნის ბადაგის ფაფაში რამდენჯერმე ამოვლებული ნიგვზის აცმა. ყველაზე პოპულარული კახური ჩურჩხელაა, რომელსაც შიგნით მთელ-მთელი ნიგვზის ლებნები აქვს.
როგორ შევინახოთ ჩურჩხელები ისე, რომ არ გამაგრდეს და ახალივით რბილი იყოს? - რას გვირჩევენ გამოცდილი დიასახლისები:
„ნატურალური ბადაგით ვაკეთებთ ყველა. ეს არ ნიშნავს, რომ არ გახმება, შენახვა უნდა იცოდე. სასურველ გაშრობამდე უნდა გააშრო ალბათ 1 კვირა. შემდეგ ინახავთ: ჩაის ტილო ან ქაღალდში გადახვეული ჩადეთ ემალის ქვაბში, დადგით სიგრილეში. ასე მასწავლა ერთმა ძვირფასმა ქალბატონმა და მომეწონა“, - წერს ნინი ახალკაცი.
„ტილოში გადაახვიეთ და მერე ცელოფანში, წლებია ასე ვინახავ“, - წერს ქეთი მარიამიძე.
„როცა კარგად გაშრება, მაგრამ ჯერ ისევ რბილია, ჩადეთ ცელოფნის პარკებში და საყინულეში შეინახეთ. ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც იყო გაყინვამდე“, - წერს მაია სუბელიანი.
„გადაახვიეთ ტილოში და ჩადეთ ქვაბში“, - წერს ნანა კუპატაძე.
„ჭურჭლის ტილოში ახვევს დედაჩემი... ისე ჩურჩხელა თუ სუფთა და კარგი ბადაგითაა ამოვლებული, არაფერი მოუვა, თუმცა უმჯობესია ჭურჭლის ტილოში შეინახოთ“, - წერს ცირა მძინარაშვილი.
„ნამდვილი კახური ჩურჩხელის შენახვის ძველებურ წესს მივაგენი - აი, ასე, კარგად გამშრალი ჩურჩხელა ბადაგში უნდა ვაბანაოთ, მერე ისევ ხარიხაზე გავფინოთ, გავაშროთ, ტილოში შევახვიოთ და თავდახურულ ქვაბში შევინახოთ. ასე ჩურჩხელა გაზაფხულზეც რბილი და გემრიელი დაგხვდებათ“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

ჩურჩხელის რბილ მდგომარეობაში შესანახად საჭიროა შემდეგი ნაბიჯები:
ჩურჩხელა კარგად შეფუთეთ საკვების შესაფუთ ქაღალდში ან ნაჭერში, რათა ჰაერის მოხვედრა შეზღუდოთ.
შეინახეთ ჩურჩხელა მშრალ, გრილ და ბნელ ადგილზე, სადაც ტენიანობა დაბალია, მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს მის გაფუჭებას;
მოათავსეთ ჩურჩხელები ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში;
თუ დიდი ხნით ინახავთ, შეგიძლიათ ჩურჩხელები გაყინოთ.
ეს რჩევები დაგეხმარებათ, ჩურჩხელა ხანგრძლივად რბილი და გემრიელი დარჩეს!
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ფინანსური გარღვევა: 5 ნიშანი, რომელიც 2027 წელს გამდიდრდება
⭕ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს
წყარო: gemrielia.ge