Digest Logo

🎥 სისხლის გადასხმა იეჰოვას მოწმეებზე და კლონირების აკრძალვა - საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს ისტორიული რეკომენდაციები

1794309093
ნინო საძაგლიშვილი

ბიოეთიკა არის ეთიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ჩარევას სიცოცხლეში, ბიოლოგიასა და მედიცინაში წამოჭრილ მორალურ და ზნეობრივ პრობლემებს. ის იკვლევს ისეთ რთულ მორალურ და სამართლებრივ დილემებს როგორიცაა: ევთანაზია, ორგანოთა ტრანსპლანტაცია და გადანერგვა, გენეტიკური ინჟინერია და კლონირება,  ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა, რეპროდუქციული ტექნოლოგიები და კლინიკური კვლევები.

ათენის იოანე კაპოდისტრიასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრი, სისტემური თეოლოგიის, ქრისტიანული ეთიკისა და ბიოეთიკის მიმართულებით, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ნინო საძაგლიშვილი პოდკასტის „წყობილსიტყვა“ სტუმარი იყო, სადაც  სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ქართულ ტრადიციულ წარმოდგენებზე, ინვიტროგანაყოფიერებაზე, სუროგაციაზე, ევთანაზიაზე, ქართული მედიცინის ისტორიასა და კარაბადინებზე ისაუბრა:

„საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭო თანამშრომლობს ევროპის ეთიკის ჯგუფთან, ეთიკის კომიტეტების ევროპულ ფორუმთან, პარიზში მოქმედი იუნესკოს საერთაშორისო კომიტეტთანაც ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს. 2014 წელს მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს წარუდგინა ბატონმა გივი ჯავაშვილმა მოხსენება დებულებების სახით, სადაც დეტალურად იყო გათვლილი საბჭოს საქმიანობა. იქამდე 108 რეკომენდაცია ჰქონდა გაცემული ბიოეთიკის საბჭოს და მათ შორის იყო მაგალითად, იეჰოვას მოწმეებზე პირველი რეკომენდაცია, იეღოვას მოწმეებისთვის მკურნალობის მიზნით სისხლის გადასხმის ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებზე და ბოლო იყო უკვე 2014 წლის თებერვალი, სუროგატი დედების თემა. 

სისხლი ზოგადად ძალიან საკრალური თემაა ბევრ რელიგიაში, სწამდათ, რომ იქ მკვიდრობდა სული და ასე შემდეგ.

1997 წელს საქართველოს ჯანდაცვის კანონის შემუშავების პროცესში იყვნენ, მათ გაიგეს, რომ ევროპაში მზადდებოდა კლონირების აკრძალვის შესაბამისი დოკუმენტი და საქართველომ გაითვალისწინა და ვიდრე ოფიციალურად აიკრძალებოდა რამდენიმე თვის შემდეგ ევროპაში საქართველოს უკვე ჰქონდა რეპროდუქციული კლონირების აკრძალვის მუხლი, განვმარტავ, რომ აქ იგულისხმება არა ორგანოთა კლონირება, ვთქვათ ღვიძლის შექმნა, არამედ რეპროდუქციული კლონირება განსაკუთრებით სარისკოდ მიიჩნევა. თეორიულ დონეზეც კი აკრძალულია“, - ამბობს ნინო საძაგლიშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ევთანაზიის ორი სახეობა და გვამური დონაციის დილემა: როგორ ხედავს ბიოეთიკა საკითხს? ნინო საძაგლიშვილის განმარტება

🎥 რატომ ეწინააღმდეგება რელიგიური ადამიანი ინ-ვიტრო განაყოფიერებას? - „უბრალოდ რომ გაზარდო ბავშვი, მასთან გაქვს ფსიქოლოგიური ბმა და ცხრა თვე რომ ატარებ...“

⭕ძველი გრძნობების გაცოცხლება, კონფლიქტების მოგვარება, შემოქმედებითი აღმაფრენა - რამაზ გიგაური ვენერასა და მარსის სექსტილზე

✕