როგორ შევინახოთ თაფლი სახლის პირობებში ისე, რომ მან სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს.
„სახლის პირობებში თაფლი აუცილებელია და რეკომენდებულია, მინის ქილაში, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას შევინახოთ. თაფლის პლასტმასის ჭურჭელში შენახვა რეკომენდებული არ არის, რადგან დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ის პლასტმასასთან რეაქციაში შევიდეს.
ხოლო, თუ თაფლი დაკრისტალდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. პირიქით, შეიძლება ეს ფაქტორი მეტყველებდეს იმაზე, რომ თაფლი ჯანსაღი და ნატურალურია. ასეთ შემთხვევაში, თაფლის ქილა 40-გრადუსიან წყალში უნდა მოვათავსოთ და ნელ-ნელა პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდება. 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე თაფლის მოთავსება არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში, სასარგებლო თვისებებს დაკარგავს“, - ამბობს ირაკლი არაბული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იდეალური ქალის საიდუმლო: 6 მიზეზი, თუ რატომ ყვავის ის, როცა მამაკაცი მასზე ზრუნავს