ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. 4 შვილის დედა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, თავის მიმდევრებს ხშირად უზიარებს საკუთარ შეხედულებებს – ჩაცმაზე, თავის მოვლაზე, იდეალურ სხეულსა და ბევრ საჭირბოროტო საკითხზე. როგორც თავად აღნიშნავს, გამომწერებს მისი სჯერათ და ყოველთვის ენდობიან.
სალომემ ამჯერად „იუთიუბის“ არხზე Mere? იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა:
„ფანტასტიკური წელი მაქვს, თუმცა ვფიქრობ ყველაფერი ცუდი ძველ წელს გავატანო და დავიწყო ყველაფერი ახლიდან.
ახლა ძალიან კარგად ვარ, იყო ის რთული პატარა მონაკვეთი (მეუღლესთან დაშორება). ყველანაირი გამოწვევა რაც არის ცხოვრებაში ვფიქრობ ადამიანმა უნდა გაიაროს თავაწეულმა და იფიქრო, რომ ეს არის გამოცდა, რომელიც ვფიქრობ კარგად ჩავაბარე“, - ამბობს სალომე გოგიაშვილი.
როგორც თავად ჰყვება, ცდილობს, ყველაფერს იუმორით უყუროს:
„იუმორი ძალიან მშველის, ბევრ რამეში მეხმარება და ვცდილობ ყველაფერს ვუყურო იუმორით ვუყურო, ასე რომ არ იყოს შეიძლება, ფსიქიატრიულში აღმოჩნდეს ადამიანი.
სოციალურ ქსელში, როდესაც სრულიად უცნობი ადამიანი გიწერს „რას გევხარ“- გაქვს მენტალური ან ფსიქოლოგიური პრობლემა. ჩვენც ბევრი ადამიანი არ მოგვწონს, თუმცა არ ვეუბნებით ყველაფერს პირში“, - ამბობს სალომე გოგიაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაფერი ფარული დღეს გამჟღავნდება“ - 30 ნოემბრის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან