Digest Logo

🎥 „30 წლიდან დაბერება იწყება“: როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა? - ზაზა თელიას გაფრთხილება და რჩევები

1792133671
ზაზა თელია

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა უზრუნველყოფს ადამიანის სხეულის ფორმას, საყრდენს, მოძრაობასა და შინაგანი ორგანოების დაცვას. ის შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: პასიური (ძვლები და სახსრები) და აქტიური (კუნთები).

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„საუბარია 3 სისტემაზე: ძვლოვანი სისტემა, სახსრებისა და ხრტილოვანი სისტემა და კუნთოვანი სისტემა - ეს სამი სისტემა ყველაფერზე აისახება. 

ძვლოვან სისტემაში რომ წარმოვიდგინოთ სასწორის ორი მხარე, ოსტეოკლასტებია, რომელიც არის უჯრედები, რაც ძვლის დაშლას უწყობს ხელს და ოსტეობლასტები, რაც ასაკის მატებასთან ერთად აჭარბებს ოსტეოკლასტების რაოდენობას, აქტივობას, რის გამოც ძვლის დაშლა უფრო დაჩქარებულია, ვიდრე ძვლის შექმნა, აღდგენა. 

ასაკში ხშირად ამბობენ, სახსრების დისკომფორტი, დაჭიმულობა მაქვსო, ამ დროს განლევა ხდება ხრტილოვანი აპარატის“, - ამბობს ზაზა თელია.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

🎥 დათო კაზიშვილი 57 წლის გახდა - როგორ მიულოცეს ფილმის „უძინართა მზე“ ერთ-ერთ მთავარ გმირს დაბადების დღე

⭕„სექსუალური ენერგია განსაკუთრებით ძლიერი იქნება, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ საყვარელ ადამიანს“ - თაკო მელიქიშვილი 16 ოქტომბერზე

✕