Digest Logo

როგორ უვლის თმას კეტრინ ზეტა-ჯონსი? - ჰოლივუდის ვარსკვლავმა თავის რუტინაზე ისაუბრა

1793018734
კეტრინ ზეტა ჯონსი

ჰოლივუდის მსახიობი კეტრინ ზეტა-ჯონსი 57 წლის ასაკშიც მბზინავი და მოცულობითი თმით იპყრობს ყურადღებას. გამოცემა Harper’s Bazaar-ის ცნობით, მსახიობი თმის მოვლის რამდენიმე ჩვევას წლებია ერთგულად მისდევს.

ზეტა-ჯონსის თქმით, ბავშვობაში დედამ მას Mason Pearson-ის თმის ჯაგრისი აჩუქა, რომელსაც დღემდე იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯაგრისი გამოუცდია, საბოლოოდ კვლავ საყვარელ აქსესუარს უბრუნდება.

მსახიობი ყოველდღიურად იღებს B და D ვიტამინებს, ხოლო გადაღებებისგან თავისუფალ პერიოდში თმის ღრმა დატენიანებისთვის მკვებავ ნიღბებს იყენებს. მას თმის ბუნებრივად გაშრობაც უყვარს, რათა თერმული ზემოქმედება შეამციროს.

„ყოველთვის ჩემს საყვარელ ჯაგრისს ვუბრუნდები, დედამ ბავშვობაში მაჩუქა და დღემდე ვიყენებ, როცა თმას ვიჭრი, მგონია, ენერგიის ნაწილს ვკარგავ“,- აღნიშნა მსახიობმა.

თმის მოვლის სპეციალისტების რეკომენდაციით, ასაკთან ერთად თმას შესაძლოა დამატებითი დატენიანება დასჭირდეს. მკვებავი ნიღბები ხელს უწყობს თმის დარბილებასა და დაუმორჩილებელი ღერების შემცირებას, ხოლო ფენისა და სხვა თერმული ხელსაწყოების შედარებით დაბალ ტემპერატურაზე გამოყენება თმის დაზიანების რისკს ამცირებს.

✕