როგორია სტრესის გავლენა ჯანმრთელობაზე და როგორ აისახება ენდოკრინოლოგიური პრობლემა ნერვულ სისტემაზე? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ენდოკრინოლოგმა ეკატერინე წაქაძემ ისაუბრა:
„დიაბეტი გადაიქცა პანდემიად 21-ე საუკუნეში და ხშირად ამ დაავადებას სტრესს უკავშირებენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ დღევანდელი ადამიანების სტილი ჰიპოდინამიურია. ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ჭარბი კალორიები. მნიშვნელოვანია ასევე გენეტიკური ფაქტორი. გარდა ამისა ადამიანებს, ვისაც ჭარბი ჰქონდა და სიმსუქნე აქვთ, მასთან დაკავშირებული პრობლემები და დარღვევები, მათ შორის ინსულინ-რეზისტენტობა, მაღალი რისკია დიაბეტის.
ასევე მწვავე გართულებაა დიაბეტური ნეიროპათია, ის გამოწვეულია შაქრის მაღალი კონცენტრაციის ხანგრძლივი ზემოქმედებით პერიფერიულ ნერვზე. თავდაპირველად ზიანდება პერიფერიული ნერვი. დაავადებას ახასიათებს ნელი განვითარდება და თავს იჩენს დიაბეტის განვითარებასთან ერთად. ეს ყველაფერი კი ნერვულ სისტემაზე ძალიან ცუდად მოქმედებს, შესაბამისად აუცილებელია პრევენცია“, - აღნიშნა ეკატერინე წაქაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: