
ყოველდღიური ერთი ჭიქა ალკოჰოლი - ზღვარი სარგებლობასა და რისკს შორის?
ბევრისთვის ერთი ჭიქა ღვინო დღის ბოლოს დასვენების რიტუალია, ზოგისთვის კი ჯანმრთელობის გაუმჯობესების იმედი. თუმცა, რას ამბობს მეცნიერება? არის თუ არა ყოველდღიური მცირე დოზა მართლაც უვნებელი, თუ ეს ჩვევა დროთა განმავლობაში უხილავ ზიანს ტოვებს?
რა იმალება ამ ერთი, თითქოს უწყინარი ჭიქის მიღმა - აღნიშნულ თემაზე ექიმი კოტე თოდუა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და საზოგადოებას სასარგებლო, მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს:
„რომ ამბობენ: „ცოტა ღვინო ჯანმრთელობისთვის კარგია“, „არაუშავს ცოტა ალკოჰოლს თუ ყოველდღე მიიღებს ადამიანიო“, რაც მეტი დრო გადის მეტად დასტურდება, რომ ეგ არის ტყუილი.
ახალი კვლევები აჩვენებს, რომ თუ ადამიანი ალკოჰოლს რეგულარულად იღებს, არ აქვს რომელ სახეობას, აპატარავებს თავის ტვინს, ანადგურებს როგორც რუხ, ისე თეთრ ნივთიერებას.
7-ზე მეტი სიმსივნის რისკს ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭიქას სვამს ადამიანი დღის განმავლობაში, მეტიც ადამიანის გარეგნობაზეც კი მოქმედებს.
ალკოჰოლი აბერებს.
კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იღებს ერთ ჭიქა ალკოჰოლს, დაახლოებით 2 წლით ასაკოვანად გამოიყურება, ვიდრე ის რომელიც არ სვამს“, - ამბობს კოტე თოდუა.
@kotetodua1 #alkoholi#ალკოჰოლი#ღვინო ♬ original sound - Kote Todua
ასევე დაგაინტერესებთ: