ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს; თუ იღებთ ვიტამინებს ან სხვა რაიმე დანამატს - რამდენი ხნის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყავა და რა დროის ინტერვალით; რამდენი ფინჯანი ყავა უნდა მივირთვათ ყოველდღიურად, რომ ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებას არ შევუშალოთ ხელი - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც კოფეინის მიღებას უკავშირდება, „რუსთავი 2-ის“ ეთერში ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ ისაუბრა.
„კოფეინი არის ყავის შემადგენელი ნაწილი, ასევე ჩაის და სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელების, კოფეინი არის სტიმულატორი, რომელიც ნამდვილად ახდენს მინერალების შეწოვაზე ზეგავლენას. კონკრეტულად კი, ყველაზე მეტად რკინის და კალციუმის შეწოვაზე.
ერთმა ფინჯანმა ყავამ შეიძლება 60%-ით შეამციროს რკინის შეწოვა. ყავის ზომიერი მიღება, პირიქით, ძალიან სასარგებლოა და არანაირი ცუდი ზეგავლენა არა აქვს, უბრალოდ არის პროდუქტები, რომლებთანაც სასურველია შუალედი გავაკეთოთ. თუ არის რკინის დეფიციტი და ვიღებთ პრეპარატს, პრეპარატი ყავით არ უნდა მივიღოთ. თუ დანამატს ვიღებთ - სასურველია 1-2 საათიანი ინტერვალი გაკეთდეს ყავის მიღებამდე.
რაც შეეხება კალციუმს, კალციუმი ძვლის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანი მინერალია, რაც ასაკთან ერთად გვჭირდება და ზრდის პროცესშიც გვეხმარება. თუმცა, თუ ჩვენ მივიღებთ რძიან ყავას, ამით ნეიტრალდება კოფეინის ის ზეგავლენა, რაც კალციუმის შეწოვას უშლის ხელს, ამ შემთხვევაში ყავა, დაახლოებით 2-3მგ კალციუმს გამოდევნის. მაგრამ მათთვის, ვისაც არ უყვართ რძიანი და უბრალოდ შავ ყავას მიირთმევენ - დღის განმავლობაში უნდა მიიღონ ხაჭო, რძის პროდუქტები და კალციუმის დანაკლისი ამით შეივსონ. ყავასთან ერთად მიღებული წყალი, კოფეინს არ ანეიტრალებს, ამ შემთხვევაში წყალი უფრო გემოვნური თვისებების მატარებელია“, - ამბობს ნუტრიციოლოგი.
ყავა და დანამატები/ვიტამინები - რა ინტერვალი უნდა დავიცვათ ამ ორის მიღების შემთხვევაში და აუცილებელია თუ არა ინტერვალის დაცვა; რის შეწოვას გააძლიერებს კოფეინი, რას ამოქმედებს და რას აძლევს სტიმულაციას ყავის მიღება.
„ყავა ძალიან კარგი არის C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებთან, როგორიც არის ციტრუსები, ბულგარული, წიწაკა, ბროკოლი. C ვიტამინი რკინის შეწოვას აძლიერებს, ამიტომ თუ C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებთან ერთად შევჭამთ რკინით მდიდარ პროდუქტებს, ყავა უკვე ვეღარ მოახერხებს, რომ შეწოვას ხელი შეუშალოს.
ვიტამინებსა და დანამატების მიღების დროს, ყავის მიღებამდე ინტერვალი აუცილებლად უნდა გვქონდეს.
საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ძალიან ხშირია, ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე ძალიან ბევრი პაციენტი არის, ყავის მიღება ამ პრეპარატის მიღებიდან მინიმუმ ერთი საათი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შემთხვევაში ყავა პრეპარატების მოქმედებას ამცირებს .
ადამიანები, ვისაც აქვთ ასთმა - რა თქმა უნდა, მკურნალ ექიმს უნდა გაესაუბრონ, მაგრამ ზოგიერთი სამკურნალო მედიკამენტის დროს, მცირე დოზითაც არ შეიძლება ყავის მიღება და ამ კუთხით ასეთი პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ/
თუ პაციენტი იღებს კონკრეტულად რომელიმე ცალკეულ ვიტამინს დეფიციტის შესავსებად, უმჯობესია 1-2 საათიანი შუალედი დაიცვან, რომ პრეპარატისგან მიიღონ სასარგებლო თვისებები“, - ამბობს გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში, ნუტრიციოლოგი ნაია ლატარია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რა სიმპტომები გამცნობთ, რომ თქვენზე მაგიური შემოტევა ხორციელდება და როგორ შეიძლება მისი განდევნა
⭕„ჩემს სიკეთეს, ჩემს ბრჭყვიალა ადამიანს გაუმარჯოს!“ - ნინი გოგიჩაიშვილს დაბადების დღე აქვს
⭕„ამ ფოტოების უკან ულამაზესი ისტორიაა“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს