Digest Logo

🎥 „როცა ამას გააკეთებ, მას სურვილი გაუჩნდება მეტი და მეტი აკეთოს...“ - როგორ გავხადოთ ურთიერთობა ჯადოსნური, მარტივი რეკომენდაციები ფსიქოლოგისგან

1759340473
ლიკა ცონდლერი

ფსიქოლოგი ლიკა ცონდლერი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს,. იგი საზოგადოებას რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას უზიარებს, რისი დახმარებითაც ურთიერთობას ჯადოსნურს გახდით:

„როგორ შეგიძლია წყვილს შორის ურთიერთობაში სიხარული შეიტანო - ამისთვის არსებობს ძალიან მარტივი წესები. 

მარტივი რეკომენდაციები:

აღიარება - აღიარე მეუღლე იმაში, რაც შენ აღიარების ღირსად მიგაჩნია. მაგ: კარგი დედაა, კარგი მამაა. აღიარების მოსმენა თითოეულ ჩვენგანს გვსიამოვნებს. როცა ამას გააკეთებ, მას სურვილი გაუჩნდება მეტი და მეტი აკეთოს. 

მადლობის გადახდა - მაგ: გემრიელის საკვების მომზადებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ურთიერთობას ახარებს. 

ნუ შეეცდები შეცვლას - ადამიანები არ ვიცვლებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას სხვა გვეუბნება. გამუდმებული ძახილით მხოლოდ ვიჭერთ დისტანციას მასთან, ვისი „გადაკეთებაც“ გინდა“, - ამბობს ლიკა ცონდლერი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ამ თვეებში უნდა გაუფრთხილდეთ თავს, შეზღუდოთ გონებრივი და ფიზიკური დატვირთვები...“ - რა უნდა ვიცოდეთ კოსმოსურ რიტმებზე

🎥 „ასოცირდებიან ონკოლოგიურ დაავადებებთან...“ - 4 პროდუქტი, რაც სახლში არ უნდა გქონდეთ

„მძიმე გზა გვასწავლის, რა არის თავისუფლება... სიცოცხლის გზა ხშირად სავსეა ტვირთით, გამოწვევებითა და სირთულეებით“ - ქეთევან ჯანდიერი