Digest Logo

„როცა ექიმი პირველივე ვიზიტზე 10 წუთიანი საუბრის საფუძველზე 4, 5 პრეპარატს გიწერთ ერთბაშად, არ ენდოთ მას!“ - ექიმი ლევან შელეგია საზოგადოებას მიმართავს

1764141008
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ფსიქოფარმაკოლოგიის პრაქტიკაზე წერს და ყურადღებას ამახვილებს იმ რისკებზე, რომლებიც შესაძლოა შეიქმნას, თუ ფსიქოტროპული მედიკამენტები პაციენტს არასწორი დიაგნოზისა და ზედმიწევნითი შეფასების გარეშე დაუნიშნეს.

მისი განმარტებით, ფსიქოფარმაკების არასწორმა შერჩევამ ან დოზირებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს რიგი არასასურველი რეაქციები:

„ტვინის დანაგვიანება

როცა ექიმი პირველივე ვიზიტზე 10 წუთიანი საუბრის საფუძველზე 4, 5 ან ხშირად მეტ პრეპარატს გიწერთ ერთბაშად, არ ენდოთ მას!

არ გადაყაროთ ფული და არ აირიოთ უგზო-უკვლოდ ტვინის ბიოქიმია!

ფსიქოფარმაკოლოგიაში ასეა: არც თუ ისე იშვიათად თავად ფსიქოფარმაკები იწვევენ იმ დაავადებებს, სიმპტომებს, რომელთა მკურნალობასაც ვცდილობთ:

👉 დეპრესია

👉ანჰედონია

👉ინტერესების დაკარგვა

👉ლიბიდოს დაქვეითება ან გაქრობა

👉დაღლილობა

👉უენერგიობა

👉ძილიანობა

👉მეხსიერების დაქვეითება

👉დემენცია, ალცჰაიმერი

👉პესიმისტური განწყობა

👉კონცენტრაციის დაქვეითება

👉მანია

👉უძილობა

👉 სუიციდი

👉ფსიქოზი

👉შფოთვა

👉 შიშები...

თუ მათ არასწორი დანიშნულებით, არასწორი დოზით, არასწორ კომბინაციაში მივცემთ არასწორ პაციენტს.
ასეთ დაავადებებს და სიმპტომებს კი იატროგენული ჰქვია, ანუ ექიმის მიერ გამოწვეული.

კიდევ ერთი: „ტვინის მკვებავი" მესმის ხშირად. ასეთი მედიკამენტი რეალურად არ არსებობს. ეს არის ფულის გადაყრა რეცეპტით!

გინდათ ტვინს კარგი რამ გაუკეთოთ?

👉 მოიწესრიგეთ ძილი

👉 დაკავდით ფიზიკური აქტივობით

👉 იკვებეთ ჯანსაღად, ზომიერად, მრავალფეროვნად

👉 მიიღეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები

👉 იყავით სოციალურად აქტიური,

👉 ცნობისმოყვარე

👉 იკითხეთ

👉 ისწავლეთ ახალი ენა, ინსტრუმენტი

👉 გაიცანით ახალი ხალხი, ქვეყნები

👉 შეისწავლეთ სტრესთან გამკლავების მეთოდები,

👉 როგორიცაა იოგა, მედიტაცია, mindfulness

👉 იმეცადინეთ ოპტიმიზმში.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთში მოქმედი ე.წ. „ბარიშ ბოიუნის“ კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

⭕„ერიდე ემოციურ გადაწყვეტილებებს“ - 26 ნოემბრის კოსმოსური მოვლენები და ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„გაზის მიწოდება შეწყდება, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია“ - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს