Digest Logo

საჭირო შეხსენება ყველა მშობელს: „თუ სკოლიდან დაბრუნების შემდეგ იწყებს ტირილს, ყვირილს, გაბრაზებას...“

1787855700
სკოლა და ბავშვი

როცა შენი შვილი სკოლიდან დაბრუნების შემდეგ იწყებს: ტირილს, ყვირილს, გაბრაზებას (ეწყება meltdown )
ეს არ ნიშნავს, რომ ის „ცუდია”.

ეს ნიშნავს, რომ მთელი დღე იკავებდა თავს, იცავდა წესებს, აკონტროლებდა ემოციებს…

ახლა კი, სახლშია, ბოლოს და ბოლოს სუნთქვის საშუალება აქვს. იქ, სადაც უსაფრთხოდ გრძნობს თავს, შეუძლია რომ „დაიშალოს”.

სკოლაში:

იჯდა ჩუმად / ლამის გაუნძრევლად;

იწევდა ხელს, როცა რაიმეს თქმა სურდა;

იყო ზრდილობიანი;

ემოციებს იკავებდა პატარა გულში და იმ წამს, როცა შენ გხედავს, ყველაფერი ერთიანად იღვრება.

ასე რომ, როცა შენი ექვსი წლის შვილი ხმამაღლა ყვირის სათამაშოს გამო, რომელიც სინამდვილეში არც კი აინტერესებს, ან რვა წლის შვილი ტირის, რადგან მისი საყვარელი საჭმელი სახლში არ აღმოჩნდა, გაიხსენე:
ის არ ცდილობს შენ გაბრაზებას.

მას უბრალოდ უჭირს.

ჩვენი ამოცანაა, რომ ასეთ მომენტებში მათ მივცეთ სითბო, მოთმინება და სიყვარული და ეს არ მივიღოთ პირად შეურაცხყოფად.

ცუდი ბავშვები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ გადატვირთულები (ემოციურად დაღლილები) და ისეთები, ჩვენი სიყვარული ყველაზე მეტად რომ სჭირდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

მავნეა თუ არა ცხარე საკვები ჯანმრთელობისთვის და რამდენად უწყობს ის ხელს წონის კლებას?

🎥 „სილამაზის ნამდვილი დედოფალი ხარ“ - ნახეთ, როგორ აცეკვდა თათა გიორგობიანი

მანიკიურის ახალი „ტრენდი“ - რატომ ირჩევენ ქალები მოკლე და ბუნებრივ ფრჩხილებს