
ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 64 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს. ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სათაურით - „საკვები შენს მაცივარში, რომლებიც სიმსივნეს იწვევს“ და ამ თემის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს:
„სიმსივნე არის ნომერ მეორე მკვლელი მსოფლიოში. ათი მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად, სიმსივნისგან. სამჯერ მეტია რიცხობრივად სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა, ვიდრე იღუპებიან ომებსა და კატასტროფებში. სამწუხაროდ სიმსივნის მკურნალობის ეფექტური საშუალება არ გვაქვს, თუმცა შეგვიძლია შევამციროთ მისი რისკი.
40 პროცენტი სიმსივნეების გამოწვეულია იმ საკვებით, რომელიც მაცივარში გვაქვს და ყოველდღე მივირთმევთ. გეტყვით საკვებს რომლის შემცირების შემთხვევაში სიმსივნის რისკსაც შეამცირებთ:
პროცესირებული ხორცი - ნებისმიერი ფორმით ამუშავებული ხორცი, სოსისები, ძეხვეული. არის კანცეროგენების ბუდე.
წითელი ხორცი - ესეც კანცეროგენებს შეიცავს. შეიცავს რკინას, რომელიც ნაწლავების უჯრედებს აზიანებს. ასევე ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს. საქონლის ხორცი უფრო დიდ რისკთანაა დაკავშირებული ვიდრე ღორის.
შაქრიანი სასმელები - პირდაპირ არ იწვევს კიბოს. თუმცა შაქარი და შაქრიანი სასმელები დაკავშირებულია ჭარბ წონასთან და სწორედ ეგ იწვევს კიბოს.
ალკოჰოლი - ამბობენ, რომ თუ ყოველ დღე ერთ ჭიქა ღვინოს დალევ ჯანმრთელობისთვის კარგა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ალკოჰოლი არის ტოქსინი და ეს მავნებელია. ზრდის მკერდისა და ღვიძლის კიბოს რისკს. თითო ჭიქა ქალებში დაახლოებით შვიდი პროცენტით ზრდის მკერდის კიბოს რისკს.
შებოლილი საკვები - შებოლილი ხორცი და დაწყებული, შებოლილი ყველით დამთავრებული“, - ამბობს კოტე თოდუა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღმერთს ვუთხარი - ეს მშობლები მინდა...“ - ნოე სულაბერიძე პატარა ანას უთბილეს ვიდეოს გვიზიარებს
🎥 პალმა დე მაიორკას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავებულია 18 პირი