საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ადამიანების განსჯამდე საკუთარი წარსულის გააზრება არ დაივიწყონ.
„სანამ ვინმეს განიკითხავთ გაიხსენეთ წარსულის ღრმა დეტალები! ბერს ვსწავლობთ წარსულიდან.
5 წლის ვიქნებოდი, ალბათ. დედა ბინტის ნაჭერს მაკავებდა ხელში და ფეჩზე გაცხელებულ სანთელს დამახვევდა. მან მასწავლა, რომ თუ მშობლები არ მეყვარებოდა, ვერც მამაზეციერზე ვილოცებდი და ვერც ღვთისშობელზე. ერთად გვილოცია მუხლმოდრეკილს, ტიროდა ლოცვის დროს და მეც ვტიროდი მასთან ერთად. ეს იყო გულწრფელი ცრემლები, სიყვარულით სავსე
ამით იმის თქმა მინდა, რომ მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ მშობლები, ნებისმიერი შეცდომის მიუხედავად. სხვა შემთხვევაში ვერ შევიცნობთ ჩვენს მეს და დავიკარგებით“,- წერს გოგა მანია.
ცნობისთვის, გოგა მანიამ, სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ნუ აიღებთ კრედიტებს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕ „შენი ტკივილები უფლისათვის სულერთი არ არის...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე