Digest Logo

🎥 „სასაფლაოზე წაღებული ნივთები არავითარ შემთხვევაში არ წაიღოთ უკან!“ - რჩევები, რაც სასაფლაოზე უნდა დაიცვათ

1738231982
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს.

მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

ამჯერად გოგა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სასაფლაოზე გასათვალისწინებელ რჩევებს გვიზიარებს.

„პირველ რიგში, როცა შეხვალთ სასაფლაოზე აუცილებლად მიესალმეთ მათ, წრფელი მისალმება განგკურნავთ სულიერად, მათ ასევე შეგიძლიათ რომ გულწრფელად სთხოვოთ და ისურვოთ და ეს აუცილებლად აგისრულდებათ. 

სასაფლაოზე წაღებული ნივთები არავითარ შემთხვევაში არ წაიღოთ უკან, სასაფლაოს ჭურჭელი აუცილებლად გქონდეთ ცალკე, არც ეს წაიღოთ და წამოიღოთ სახლში. 

ამ ბოლო დროს „ტრენდული“ გახდა სასაფლაოზე სიგარეტის მოკიდება და იქ დატოვება, და მინა გითხრათ, რომ ეს არ არის კარგი მათთვის, ვინაიდან ადამიანის სულიერებას უკვე სიგარეტი აღარ სჭირდება. 

ასევე, სასაფლაოზე ნამყოფი ფეხსაცმლით არ წახვიდეთ სახლში, ან მაღაზიაში გაიარეთ ან სადმე და გაიწმინდეთ, როცა მიხვალთ სახლში“, - ამბობს გოგა მანია. 

შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია, ვინ შეცვლის ნინი ბადურაშვილს „პრაიმშოუში“

⭕„საოცარი დედის საოცარი შვილები“ - ნანუკა გუდავაძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕„საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე, ჩამოსული რომ ვიყავი...“ - ალეკო თეთრაშვილს ცუცა კაპანაძე ემშვიდობება