ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სერიოზულ დაავადებებამდე ორგანიზმი ყოველთვის გვაძლევს ნიშნებს, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ.
იგი გვიზიარებს გავრცელებულ სიმპტომებზე და მათი სავარაუდო მიზეზებზე ინფორმაციას:
„სერიოზულ დაავადებებამდე ორგანიზმი ყოველთვის გვაძლევს ნიშნებს, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ.
აი, ყველაზე გავრცელებული სიმპტომები და მათი სავარაუდო მიზეზები:
ხშირი მთქნარება — ჟანგბადის ნაკლებობა, ანემია ან ძილის დარღვევა.
უსიამოვნო სუნი პირიდან — საჭმლის მომნელებელი სისტემის (კუჭ-ნაწლავის) პრობლემები.
ხმაური ყურებში — შესაძლოა მიანიშნებდეს მაღალ არტერიულ წნევაზე.
თმის ცვენა — რკინის დეფიციტი და ჟანგბადის ნაკლებობა ფოლიკულებში.
ფეხების შეშუპება — თირკმლის მიერ სითხის ბალანსის დარღვევა.
ღამის კრუნჩხვები — მაგნიუმის დეფიციტი (კუნთების დაძაბულობა).
თითების დაბუჟება — ვიტამინ B12-ის ნაკლებობა (ნერვული სისტემის დაზიანება).
ლტოლვა ტკბილეულისკენ — მაგნიუმის ნაკლებობა და ინსულინის დისბალანსი.
თავის ტკივილი — დეჰიდრატაცია (ორგანიზმის გაუწყლოება).
მნიშვნელოვანია: მოცემული ინფორმაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას.
სიმპტომების არსებობისას მიმართეთ სპეციალისტს ზუსტი დიაგნოსტიკისთვის.
ფუნქციური კვების შედგენა ხდება ჯანმრთელობიდან გამომდინარე“, - წერს მამუკა რაშოიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით