Digest Logo

🎥 „შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე“ - როგორ ამოვიცნოთ რომელი პროდუქტები შეიცავს „წითელ საღებავ ნომერ 3-ს“

1737102336
წითელ საღებავი

ამერიკის შეერთებულ შტატებში აიკრძალა სინთეტიკური საღებავის გამოყენება, რომელიც ჩვეულებრივ, საკვებში, სასმელსა და ზოგიერთ მედიკამენტში გამოიყენება ალუბლისფერი წითელი შეფერილობის მისანიჭებლად.

კერძოდ, მწარმოებლებს უფლება აღარ ექნებათ, გამოიყენონ საღებავი, სახელწოდებით red dye No 3 (წითელი საღებავი ნომერი 3). 

შტატებში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა კვლევის შედეგებმა, რომელმაც კავშირი გამოავლინა აღნიშნულ საღებავსა და ლაბორატორიის თაგვებში კიბოს განვითარებასთან. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სურსათისა და წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ (FDA) გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში საღებავის ზემოქმედება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კვლევებში მონაწილე თაგვებში, აშშ-ის კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით, აკრძალვა უნდა შეეხოს ნებისმიერ პროდუქტსა თუ ნივთიერებას, რომელსაც კიბოს პროვოცირებასთან რაიმე კავშირის აღმოაჩნდება“, - წერს BBC.

სურსათისა და წამლის მარეგულირებელ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ წითელი ფერის საღებავი ძირითადად გამოიყენება კანფეტებში, ნამცხვრებში, ორცხობილებსა და გაყინულ დესერტებში, ისევე, როგორც გარკვეულ სასმელსა და მედიკამენტებში.

როგორ ამოვიცნოთ რომელი პროდუქტები შეიცავს „წითელ საღებავი ნომერ 3-ს"… - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ნინი ტაველიძე საუბრობს და საჭირო რჩევებს გვიზიარებს. 

თუ დაინახავთ საკვებს და სასმელ პროდუქტზე მსგავს ეტიკეტს მოერიდეთ მის მირთმევას

ნახეთ ფოტო 👇

რაც შეეხება მედიკამენტებს, როგორც ნინი ტაველიძე გვირჩევს უმჯობესია ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მივიღოთ ისეთი მედიკამენტი, რომელიც არ არის შეფერილი და აქვს თეთრი ფერი.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇