ორთვიანი პაუზის შემდეგ „იუთუბის“ არხზე პოდკასტი „მაინდსეტი“ ახალი ეპიზოდით დაბრუნდა. რა ხდება ქალის ფსიქიკაში მშობიარობის შემდეგ? როდის არის ემოციური ცვლილებები ნორმალური და როდის საყურადღებო? როგორ ამოვიცნოთ დეპრესია, შფოთვა, OCD ან მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი? როგორ შეუძლია პარტნიორს რეალურად დახმარება? - აღნიშნულ საკითხებზე ამერიკაში მცხოვრები კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაზე ღიად და საინტერესოდ საუბრობს.
როგორც კლინიკური ფსიქოლოგი აღნიშნავს, საზოგადოებაში ხშირად არსებობს მცდარი სტერეოტიპი, თითქოს მშობიარობის შემდგომი ფსიქოლოგიური სირთულეები „დასავლური მოგონილია“ ან უბრალოდ პრეტენზიაა. თუმცა, რეალურად ეს არის მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, ჰიპოკრატე წერდა.
როგორც პოდკასტში აღნიშნავს გაბიჩვიძე, პარტნიორის მხარდაჭერა ერთ-ერთი უძლიერესი დამცავი ფაქტორია. კლინიკური ფსიქოლოგი მიმართავს მამაკაცებს და განმარტავს, რომ შვილის მოვლა არ არის „ცოლის დახმარება“ - ეს მშობლის პირდაპირი მოვალეობაა.
„დაიცავით ახალბედა დედის ძილი, ძილი ამ პერიოდში წამალია, არ დაელოდოთ თხოვნას და იმოქმედეთ, იყავით დამცავი ფარი სტუმრებისგან და უსმინეთ მეუღლეს პრობლემის სწრაფად „მოგვარების“ გარეშე.
დეპრესია მამებშიც არსებობს: კვლევების მიხედვით, ყოველ მეათე მამას აღენიშნება დეპრესია, ხშირად გაღიზიანების, ბრაზის, მუშაობაში გადავარდნის ან ალკოჰოლის მიღების ზრდის სახით“,- ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი.
ვრცლად, ნახეთ ბმული კომენტარებში:
ამავე თემაზე: