სოციალურ ქსელში „სერთიფუდ“ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ერთ-ერთი ცნობილი პროდუქტის „მდნარი ყველის“ შესახებ არის საუბარი.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ვიდეოში აცხადებს, ეს პროდუქტი ყველი არ არის.
„შეწყვიტე თავის მოტყუება, რადგან ეს პროდუქტი ყველი არ არის.
რადგან ეტიკეტის წაკითხვა არ შეგიძლიათ - დისტრიბუტორები, მწარმოებლები და მარკეტების უმეტესობა ამ პროდუქტს გასაღებთ, როგორც ყველი, თუმცა სინამდვილეში ვყიდულობთ პალმის ცხიმისგან, რძის ფხვნილისგან და კონსერვატებისგან დამზადებულ ულტრაპროცესირებულ რძის შემცველ პროდუქტს“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.