სასწორის ახალმთვარეობა ითხოვს სიმშვიდეს, თუმცა ვენერა მორიელში გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი სიმშვიდე არის სიმართლისთვის თვალის გასწორების უნარი. ის, რაც ახლა შენს ურთიერთობებში იმსხვრევა, არასდროს ყოფილა ჭეშმარიტად მყარი. გაუშვი ის, რაც კვდება, რათა ადგილი გაუთავისუფლო ახალს!
ზოგადი პროგნოზი მხოლოდ ფონია, რეალური გასაღები ყოველთვის შენს პირად რუკაში, ტრანზიტებსა და ინდივიდუალურ ციკლებშია.
პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
ვერძი: აქცენტირებულია პარტნიორული ურთიერთობები და მოლაპარაკებები. ნებისმიერ საქმეში უმჯობესია მიიღოთ სხვების დახმარება — გუნდური ჩართულობით გაცილებით ეფექტურ შედეგს მიიღებთ. მოერიდეთ რადიკალურ ნაბიჯებს და გამოიჩინეთ დიპლომატია.
კურო: მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობას. ახალი მოლაპარაკებები სჯობს სამომავლოდ გადადოთ. შესაძლოა გაგახაროთ ახალმა ოთხფეხა ბინადარმა.
ტყუპები: სიყვარულისა და შემოქმედების დროა. მიეცით საშუალება თქვენს ნიჭს გამოვლინდეს. მიიღეთ სამყაროსგან სიამოვნების ენერგია და მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან.
კირჩხიბი: აქტუალურია სახლის, უძრავი ქონებისა და ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საკითხები. მოაწესრიგეთ საცხოვრებელი სივრცე. ოჯახზე ზრუნვისას მთავარი არ დაგავიწყდეთ — საკუთარი თავი!
ლომი: განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციის გაცვლასა და მოლაპარაკებებს. გელით აქტიური, ახალი კონტაქტებით დატვირთული პერიოდი.
ქალწული: სიახლეები ფინანსურ თემებს უკავშირდება. იყავით დაკვირვებული და აწონეთ ყოველი ნაბიჯი. შესაძლოა წარსულიდან ძველი გადაუჭრელი ფინანსური თემები ამოტივტივდეს.
სასწორი: სიახლეები პირად იმიჯში, სასიყვარულო ურთიერთობებსა და ცხოვრების მთავარ მიმართულებებში. გამოიყენეთ სამყაროს რესურსი, თუმცა ნუ გადაამეტებთ — იმოქმედეთ მკაფიო გეგმით.
მორიელი: შესაძლოა იგრძნოთ ენერგოტონუსის დაქვეითება. დაკავდით თვითანალიზითა და შინაგანი სივრცის დალაგებით. მალე მზე თქვენს ნიშანში შევა და ძალების მოზღვავებას იგრნობთ. ენდეთ ინტუიციას, ის ზუსტად გიკარნახებთ, ვისთან დაიჭიროთ დისტანცია.
მშვილდოსანი: სოციალური აქტივობისა და ახალი გეგმების დროა. ახალი ნაცნობობა შეიძლება მტკიცე მეგობრობად იქცეს. თქვენი შარმი მატულობს, თანამოაზრეთა წრეში თავს ძალიან რესურსულად იგრძნობთ.
თხის რქა: კარიერული და სტატუსის საკითხები წინა პლანზე გამოდის. ეცადეთ პროფესიულ დაძაბულობასთან ერთად პირად და ოჯახურ სივრცეში მეტი სითბო და პოზიტივი შეიტანოთ.
მერწყული: იზრუნეთ თვალსაწიერის გაფართოებაზე. აქტუალურია უცხოეთთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, მოგზაურობა და განათლება, რაც შესაძლოა პარტნიორულ ინტერესებსაც უკავშირდებოდეს.
თევზები: ღრმა შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდია. აქტუალურია საბანკო, საინვესტიციო და საერთო ფინანსური საკითხები, შესაძლოა საფუძველი ჩაეყაროს მეტად მომგებიან პროექტს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ‼️სიმართლე „მდნარი ყველის“ შესახებ: „ეს პროდუქტი ყველი არ არის!“