Digest Logo

შეიძლება თუ არა სოდით მარწყვის გარეცხვა? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

1779438614
ირაკლი არაბული

როგორ გავრეცხოთ მარწყვი სწორად - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გვიზიარებს რჩევებს. 

მისი თქმით, მარწყვი, ზოგადად, ცოტა სათუთი პროდუქტია და მისი სრულყოფილი გარეცხვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მარწყვი, ზოგადად, ცოტა სათუთი პროდუქტია, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, რადგან ფაქიზი სტრუქტურა გააჩნია, ამიტომ სოდით მისი გარეცხვა არ შეიძლება. სოდა ტუტე ხსნარია და მარწყვის სტრუქტურას აზიანებს. პირველ რიგში, როდესაც სახლში მოვიტანთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში გამდინარე ცივ წყალში უნდა გავრეცხოთ. თუ სახლში, მაგალითად, ლიმონმჟავა, ძმარმჟავა ან მარილწყალი გვაქვს, შეგვიძლია, ამით გადავავლოთ ან მასში დაახლოებით ორი წუთით გავაჩეროთ. თუმცა სპეციალიზებული სადეზინფექციო ხსნარებიც არსებობს და შეგვიძლია იმაშიც გავრეცხოთ.

მაგალითად, ერთი კოვზი ძმარი ერთ ლიტრ წყალში შეგვიძლია გავაზავოთ და მარწყვი მასში გავავლოთ, გავრეცხოთ.

მარწყვს მიწასთან აქვს შეხება, ხშირ შემთხვევაში შეიძლება, სხვადასხვა პათოგენით იყოს დაბინძურებული და ამიტომ მისი სრულყოფილი გარეცხვა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ირაკლი არაბული. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი სიყვარული ტრანსფორმაციულია“ - შეურიგდა თუ არა ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას?

⭕„არ გირჩევთ: კონფლიქტის გამწვავებას და რისკიან ფინანსურ ნაბიჯებს“ - 22 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„ეს დღე მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი და ენერგეტიკულად დატვირთული დღეა“ - 22 მაისის ასტროლოგიური მიმოხილვა