Digest Logo

„სწორედ ამიტომ აჭიანურებს ან საერთოდაც ვერ აგვარებს ამ პრობლემას...“ - რატომ ვურთიერთობთ ტოქსიკურ ადამიანებთან?

1770108342
ნანა ფიფია

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში ასახელებს მიზეზს, რის გამოც ტოქსიკურ ადამიანებთან ვურთიერთობთ.

მისი თქმით, არცერთ ადამიანს არ აქვს პიროვნული თუ მორალური ვალდებულება, რომ ურთიერთობა ჰქონდეს იმ ადამიანთან თუ ადამიანთა წრესთან, რომელიც ცუდად ხდის:

„თქვენ არ გაქვთ პიროვნული თუ მორალური ვალდებულება, არც საკუთარ თავთან და მით უმეტეს სხვასთან, რომ იურთიერთოთ იმ ადამიანთან თუ ადამიანთა წრესთან, რომელიც ცუდად გხდით.

ადამიანები გვიან ვაანალიზებთ,რომ ვეურთიერთებით ტოქსიკურ ადამიანს ან ვიმყოფებით ტოქსიკურ გარემოში. იმიტომ კი არა რომ გვიჭირს ამაში გარკვევა ან ვერ ვხვდებით რა გვჭირს? არა! მეტწილად, ადამიანი ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის ამ ურთიერთობაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს ადამიანი/გარემო არის ახლო მისთვის, სწორედ ამიტომ აჭიანურებს ან საერთოდაც ვერ აგვარებს ამ პრობლემას.

🚫 გიმძიმთ ურთიერთობა

🚫არ გაქვთ სურვილი ნახვის, შეხვედრის, საუბრის, ურთიერთობის

🚫გინდათ მალე დატოვოთ ეს გარემო

🚫მხოლოდ თავად საუბრობენ და არ გისმენენ.მეტიც-არც გასაუბრებენ პრინციპში

🚫მუდმივად აქცენტი კეთდება უარყოფითზე. საუბრის თემა მეტწილად არის ვინმეს გაკიცხვა ,შეურაცხყოფა, დამცირება და.ა.შ.

🚫არ გეკითხებიან თუ როგორ ხართ? რა გიხარიათ? რა გაწუხებთ?

🚫ან გეკითხებიან და არ უსმენენ პასუხს, ან სულაც გაწყვეტინებენ საუბარს

🚫არ ინტერესდებიან თქვენი მოსაზრებით, პოზიციით

🚫ურთიერთობა და გარემო, სადაც იცლებით სასიცოცხლო ენერგიისგან

🚫მალე იღლებით და ვერ ხვდებით თუ რა დაგემართათ

🚫გეწყებათ სომატური ჩივილები:თავის ტკივილი,თავბრუსხვევა,ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მხრების, ხერხემლის მიდამოში დაჭიმულობა და ა.შ.

გახსოვდეთ, ყველა ასაკში, მდგომარეობაში, სიტუაციაში უპირატესი - თქვენი ემოციური კარგად ყოფნა და ჯანმრთელობაა“, - წერს ნანა ფიფია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როცა იცვლება სიხშირე, იცვლება ის აზრებიც, რომლებსაც ჩვენი გონება იჭერს, შესაბამისად ჩვენი ცხოვრებაც, გარემოც“ - რას წერს ხათუნა ნოელი

„მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ესაუბრეთ უფროსობას“ - 3 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

„არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, რადგან ასეთი ფანჯრები იშვიათად იხსნება“ - თამუნა იოსელიანი 108 ფორთოხლის რიტუალს გვიზიარებს