
როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან გაციება და ალერგია?
რა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ალერგიული რეაქციები?
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს, რომელმაც საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
„სიმპტომები, ერთნაირია ხშირად, მაგრამ არსებობს ნიუანსები, რაც განასხვავებს ალერგიას გაციებისგან. მთავარი და კარდინალურია, ამ დაავადებების ხანგრძლივობა. გაციება, არ გრძელდება 7-10 დღეზე მეტ ხანს, მაგრამ ადამიანს შეიძლება 10 დღის შემდეგაც ჰქონდეს გაგრძელებული და ეს სიმპტომებია, ცხვირის გაჭედვა და ყელში უკანა ჩანადენი, რაც ცხვირის დანამატი წიაღების ანთებაა, ანუ სინუსიტი და გაციების ვირუსულ გართულებაზე მიანიშნებს. ტემპერატურა შეიძლება გაციებას ახლდეს, რაც ალერგიას არ ახლავს. ცც“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.