
ეზო-ქოუჩი, ასრტო-ნუმეროლოგი ვალერი ჯუღელი „იუთუბის“ საკუთარ არხზე პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.
ამჯერად იგი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგვარეულო წყევლაზე და მის გამოსწორების გზებზე საუბრობს:
„საგვარეულო წყევლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამოუცნობი რაღაც, როგორც ეზოტერიკაში ასევე ფსიქოლოგიაში. ის გულისხმობს უარყოფით ენერგეტიკულ კოდს ან პროგრამას, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას და ზეგავლენას ახდენს ოჯახის წევრების ცხოვრებაზე, არჩევანზე, ურთიერთობებსა და ბედისწერაზე.
საგვარეულო წყევლა არის მიზანმიმართული ზემოქმედება ოჯახზე მისი დასჯის მიზნით. გარკვეული სახის სცენარი. გაუცნობიერებელი ლოიალურობა წინაპრების მიმართ იწვევს, არაცნობიერად პრობლემების გამეორებას. თითქოს ვისჯებით ან დავდივართ მათი კვალით.
რას ნიშნავს საგვარეულო წყევლა სინამდვილეში?
ეს შეიძლება იყოს სხვისგან წამოსული ენერგეტიკული ზემოქმედება, დაწყევლა, ჯადოს მაგიური მანიპულაცია, ოჯახის რომელიმე წევრის ან საგვარეულოს წინააღმდეგ.
ასევე არის შიდა წყევლა:
წინაპრების მიერ ცნობიერად ან არაცნობიერად შექმნილი ნეგატიური პროგრამა, რომელიც თაობებში გადადის და მოქმედებს როგორც კარმა. ძალიან გავრცელებულია და პროცენტულად მეტი შემთხვევა არსებობს. თვითგათვალვა და თვითწყევლაც არსებობს.
არსებობს ისეთი ოჯახები, რომლის წევრებიც თაობიდან თაობამდე გზას აცდენილები არიან.
ძალიან სახიფათოა ქალების კავშირი ასეთი დაწყევლილი ოჯახის კაცთან. მაშინაც კი თუ არ სვამს და წესიერად იქცევა ეს ახალგაზრდა.
ანუ კარგი ქცევით წყევლას ვერ მოიშორებ. ხოლო ქმრის ოჯახში ქალის გადასვლით ავტომატურად ხდება გადასვლა მის საგვარეულო სისტემაზეც“, - ამბობს ვალერი ჯუღელი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს თავს...“ - ნოე სულაბერიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
⭕„საუკეთესო დღის დასასრული… დანარჩენი და მთავარი რაც დღეს მოხდა, მალე“ - ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია