
ვარჯიში მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და მისი სარგებელი ფართო და ღრმა გავლენას ახდენს შენს ცხოვრებაზე.
- ამცირებს სტრესს და შფოთვას – ვარჯიშის დროს გამოიყოფა ენდორფინები („ბედნიერების ჰორმონები“), რაც აუმჯობესებს განწყობას.
- აუმჯობესებს კონცენტრაციას და მეხსიერებას – განსაკუთრებით აყალიბებს ტვინის ფუნქციას, ხელს უწყობს კოგნიტიურ განვითარებას.
- იცავს დეპრესიასა და ბარძაყზე მჯდომ სიმძიმისგან – ხშირია, რომ აქტიური ადამიანები თავს უკეთ გრძნობენ ემოციურად.
ვარჯიში არ არის მხოლოდ „გალამაზება“ - ესაა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, გონებრივი სიმშვიდე და ჯანმრთელობის შენარჩუნება.
ფიზიკურ აქტივობის მნიშვნელობაზე ფიტნესპერსონალურ მწვრთნელმა, ნუტრიციონისტმა ნინო ჩერქეზიშვილმა (ჩერი) პოდკასტ - kotcast1-ში ისაუბრა:
„ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ადამიანს ასეთ რამეს, რომ თუ კანის სტრუქტურა დარღვეულია (სტრიები, დაფლეთილი კანის შრე) სამწუხაროდ ვერანაირი ვარჯიში ამას ვერ აღადგენს.
რა თქმა უნდა, ვარჯიშის შედეგად კანის ელასტიკურობა რაღაც დონეზე აღდგება, სულ ვამბობ, არ იჩქაროთ წონაში დაკლება, გადაანაწილეთ, რომ კანის ელასტიკურობამ ადაპტაცია განიცადოს და პროცესს დაეწიოს.
დაზიანებული სტრუქტურის დროს პლასტიკური ქირურგიის გარდა ვერცერთი პროცედურა იმუშავებს.
თუ სწრაფი კლებაა, დაზიანება არაა, მაგრამ მოდუნდა ამასთან საბრძოლველად უფრო დიდი დრო გვჭირდება, ვიდრე წონის კლებასთან.
- მოუმართავთ კითხვით, რა ანალიზები მჭირდება იმისთვის, რომ ვივარჯიშო?
ვარჯიში არ არის ქირურგიული ჩარევა, ერთადერთი თუ პათოლოგიური გართულებები არ არის. დანარჩენ შემთხვევაში იდეალურია ყველასთვის, დიაბეტიკებისთვის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ვისაც აქვს, ციკლის არევა ვისაც აქვს.
კვება:
გოგონებს განსაკუთრებით აქვთ მომენტი, ვაიმე კვება თუ არ დავიცავი, მაშინ რა აზრი აქვს ვარჯიშს. აქვს! გააჩნია მიზნები რა გაქვს. თუ მიზანი არის ჯანმრთელობა - ამ პროცესებს აუმჯობესებს ფიზიკური აქტივობა და სისხლის აჩქარება დღეში 1 საათი არის ჩვენი დღეგრძელი ცხოვრების საწინდარი.
სიგარეტი და ალკოჰოლი:
რა თქმა უნდა არანაირი რაოდენობის ალკოჰოლი და სიგარეტი არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უშლის თუ არა ეს ვარჯიშს ხელს? არა!
უბრალოდ, სიგარეტთან სხვა დამოკიდებულება მაქვს - მეც ვიყავი მწეველი, სიგარეტი სხეულს ყველაზე ცუდს რასაც უშვრება არის ბრძოლისუნარიანობის დაკარგვა“, - ამბობს ნინო ჩერქეზიშვილი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე ჭაჭუა ზაფხულის ცხელ დღეებს აუზზე ატარებს - მოცეკვავე პიკანტურ კადრებს გვიზიარებს
⭕ორსული ქეთი წიქვაძე ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს