
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 60 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით - „ბოტოქსი - მითები და რეალობა ბოტოქსის შესახებ“ და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
„ბოტოქსი ნეირო ტოქსინია, რომელიც ბლოკავს ნერვს და ნერვი აღარ ფუნქციონირებს, კუნთი რჩება მოდუნებული და ადამიანის კანი დუნდება, კანი როცა დუნდება ნაოჭებიც ქრება. სწორედ ეს არის ბოტოქსის აზრი.
უზომოდ პოპულარულია, რადგან არის მარტივი პროცედურა და ასევე, ეფექტურია. ადამიანების 95% ვინც ბოტოქსს იკეთებს არის კმაყოფილი.
ის კოსმეტიკური დოზები, რომელიც კანში შეჰყავთ არის ცოტა და არ ვრცელდება სისხლით და არ ედება მთელ ორგანიზმს, ასევე მოქმედებს რამდენიმე დიამეტრის რადიუსით, აქვს მხოლოდ ადგილობრივი მოქმედება, რომელიც რაღაც დროის მერე გადის.
ყოფილა ლეტალური შედეგებიც, მაგრამ იშვიათად როცა დიდი დოზა შეჰყავთ და ასევე თუ კუნთის ნაცვლად სისხლძარღვში თუ დაარჭე ნემსი და დიდი დოზა შეიყვანეს, თუმცა თავის ტვინამდე არ აღწევს და ბოტოქსი ტვინისთვის საფრთხე არ არის.
ამ მონაცემებით, რაც ხელთ გვაქვს ბოტოქსს თუ იკეთებ და გარკვეული პერიოდის შემდეგ შეწყვიტე, არ არის საფრთხე, რომ უფრო მეტი ნაოჭი გაგიჩნდეს“, - ამბობს კოტე თოდუა.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სამწუხაროდ, ღირსების ორდენი დავკარგე“ - რას ჰყვება თემურ თათარაშვილი
⭕„შენ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს!“ - გურამ ლომიძე იუბილარია
⭕„ეს არსება არის მოძალადე, გინდათ ძალადობის ფაქტები მოვყვე?“ - რას წერს ანი გიუნტერი