Digest Logo

🎥 „ცხოვრება შემოგწირე“ - რა ტრავმებს გვაყენებს ბავშვობა და როგორ ვარღვევთ ზრდასრულ ცხოვრებას: ნუგზარ ძიძიგურის რჩევები

1794936999
ნუგზარ ძიძიგური

„სალომე კასრაძის პოდკასტში“ პიროვნული განვითარების სპეციალისტმა ნუგზარ ძიძიგურმა ბავშვობის ტრავმების, მშობლების მხრიდან ემოციების აკრძალვისა და მათი ზრდასრულ ასაკზე გავლენის შესახებ ისაუბრა.

როგორც იგი განმარტავს, ბავშვობაში ჩამოყალიბებული გადარჩენის სტრატეგიები და ჩახშობილი ემოციები მომავალში ადამიანს მარტოსულს ხდის, უქვეითებს თვითშეფასებას და მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის როგორც პირად ურთიერთობებში, ისე საკუთარი თავის პოვნაში:

- თუ ბავშვობაში გიყვიროდნენ და იკეტებოდი საკუთარ თავში:

ნუგზარ ძიძიგური: ბავშვი რაც არ უნდა ცუდად იქცეოდეს, მშობელთან სამუშაოა ფსიქოლოგიურად პირველ რიგში. რადგან მშობელი ბავშვს მოიხსენიებს ცუდად. ის ბავშვი შემდეგ იზრდება და ქცევის მოდელი იგივე რჩება. რეალურად ეს რეაგირებები და ინფანტილიზმი, რასაც ჩვენ ვეძახით თავად ადამიანისთვის ერთ დროს იყო გადარჩენის სტრატეგია. მაგალითად ბავშვობაში, იქ ეს ქცევა ეხმარებოდა, თუმცა როცა გაიზარდა აღარ სჭირდება ეს ქცევა.

ეს ყველაფერი ჩვევებში გადადის. ჩვევა არის ადამიანის მოკლე ძალა. ცნობიერება არ აქვს და გაღიზიანებაზე ავტომატური რეაქცია აქვს. არიან იმპულსურები. ბავშვობაში თუ გვიყვიროდენ, თუ ვჩუმდებოდით და ვიკეტებოდით, შემდეგ ზრდასრულ ასაკში როცა იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, ისე ვიქცევით, როგორც უწინ. შემდეგ მივდივართ სახლში და ვფიქრობთ: როგორ შეგვეძლო ამ სიტუაციაში მოქცევა, როგორ უნდა დაგვებრუნებინა პასუხი და ა.შ.  ეს ყველაფერი გადადის იდენტობაში და ვფიქრობთ რომ ასეთები ვართ.

ბავშვებს ხშირად ახსენებენ, რომ მათ გამო მშობლებმა რაღაცებზე უარი თქვეს. ხშირად გაგვიგია ფრაზა: ცხოვრება შემოგწირე. რა დაგაკელი და ა.შ. ამით ზიანდება ადამიანი. ყველაფერი მოდის ოჯახიდან. ამიტომ აუცილებელია ასეთ დროს ჩვენ სიტყვებს დავუკვირდეთ.

- რა უვითარდება ადამიანს, რომელსაც ემოციები აეკრძალა:

ნუგზარ ძიძიგური: საქმე იმაში არის რომ, რასაც ჩვენი შვილი გრძნობს, განიცდის არასდროს  ვიცით ხოლმე, რადგან ასეთი საკითხებით ნაკლებად ვინტერესდებით. ამ დროს როდესაც, ემოციური კავშირი არ დგება, იწყება პრობლემები. ჯანსაღ ვარიანტში ოჯახს უნდა ჰქონდეს ემოციური ფუნქცია ბავშვთან. არ უნდა ავუკრძალოთ ემოციების გამოხატვა.

რაღაც ემოცია თუ არის აკრძალული, ადამიანი იკეტება და ჩანაცვლდება შანტაჟური ემოციით. ვითარდება წყენა, გაბუტვა იმ შემთხვევაში, როცა ემოციებს გვიკრძალავენ. ასევე ხდება მარტოსული, საზღვრების დაცვა უჭირს და ადამიანი ვერ ყალიბდება. აქვს მოფერების დეფიციტი. სადაც უნდა უხაროდეს, ის მოიწყენს. ზრდასრულობის პერიოდში პარტნიორთან ვლინდება ასეთი ქცევები. თვითშეფასებაც ქვეითდება და არეულია. იწყება ფიქრი იმაზე, რომ არ ხარ სიყვარულის ღირსი. ემალები სამყაროს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მთელმა სამყარომ მათ გარშემო უნდა იბრუნოს“ - სად გადის ზღვარი ბავშვურ რეაქციებსა და პასუხისმგებლობას შორის: ნუგზარ ძიძიგურის განმარტება

⭕ კალათბურთი| საბერძნეთთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

⭕ რატომ მოქმედებს მაგია კარგ ადამიანებზე და რა ქმნის ჩვენს ენერგეტიკულ სისუსტეს - რას წერს ეზოტერიკოსი ნინო ლეჟავა

✕