Digest Logo

🎥 „ცხოვრება წრფივად არ მიდის, პერიოდულად მოსახვევებში რაღაცები გაქვს გადასაწყვეტი, ამაში გეხმარება...“ - ალექსანდრე ჯეჯელავა მოტივაციაზე

1760937660
ალექსანდრე ჯეჯელავა

რა განსხვავებაა დისციპლინასა და მოტივაციას შორის - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ „ფლო მასტერის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის აქვს ისეთი ცხოვრება, 365 დღე მოტივაციის ალში იყოს. 

მისი თქმით, მოტივაცია გვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში:

„მოტივაციას ცოტა გადაჭარბებულად ვიყენებთ, ასეთი გამოთქმა არსებობს, როცა ხელში ჩაქუჩი გიჭირავს, ყველაფერი ლურსმნად გეჩვენება. მოკლედ, მოტივაცია ყველაფერს არ შვება. დილას რომ უნდა მოწესრიგდე - ამას მოტივაცია არ შვება, რომ უნდა გაიღვიძო დილით და სამსახურში იყო - ამას დისციპლინა აკეთებს. 

მოტივაცია რასაც აკეთებს არის, რომ პერიოდულად მოსახვევებში რაღაცები გაქვს გადასაწყვეტი, მაგალითად აიღო თუ არა ახალი პასუხისმგებლობა, აიღო თუ არა ახალი საქმე. ცხოვრება წრფივად არ მიდის, მოტივაცია გეხმარება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომ არ გაჩერდე.

არავის აქვს ისეთი ცხოვრება, რომ 365 დღე მოტივაციის ალში იყოს“, - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

20 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

🎥 „ჩვენს ცხოვრებაში ყველა ადამიანს აქვს გარკვეული დანიშნულება, თან არაერთი...“ - რას ამბობს თათია გარანიძე

🎥 „ახლა ვუვლი ჩემს მოხუც დედას და ვზრდი ანდრიას...“ - გიორგი გურგულია ოჯახზე