
მსახიობი გიორგი გურულია სტუმრად გადაცემაში ნოესთან იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე ისაუბრა:
„მე ახლა ვცხოვრობ დედაჩემთან. მოხუცია დედაჩემი და ასევე ჩემი უმცროსი ბიჭი ანდრია, რომელიც 3 წლის ასაკში გადმოვიდა ჩემთან და ჩემთან გაიზარდა. მამაჩემი 5 წელია გარდაიცვალა. ანდრიას ვზრდი, 17 წლისაა და უნდა მსახიობობა. უნდა ჩემი პროფესიით გააგრძელოს. მთავარია ეს ადამიანები სწორ გზაზე დადგნენ. გაიზარდონ ქვეყნის და სამშობლოს მოყვარულები“, - ამბობს გიორგი გურგულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვცდილობდი უკეთესი გავმხდარიყავი ვიდრე ვიყავი და ვხვეწავდი ჩემს თავს...“ - გიორგი გურგულია