Digest Logo

🎥 „წლების განმავლობაში იცვამდა სველ ტანსაცმელს, რათა გაშრობის პროცესში არ მომხდარიყო მისი დაბინძურება…“ – ფსიქიატრი ხატია სულაბერიძე აკვიატებულ აზრებზე

1794900799
ხატია სულაბერიძე

პოდკასტში „აისბერგი“ ფსიქიატრი ხატია სულაბერიძე აკვიატებული აზრების შესახებ საუბრობს და პაციენტების პრაქტიკიდან უჩვეულო შემთხვევებს იხსენებს.

სპეციალისტი განმარტავს, როდის სცდება მსგავსი ქცევები ჩვეულებრივი ცრურწმენის ფარგლებს და როდის ხდება საჭირო სპეციალისტის ჩართულობა.

„პაციენტი მყავდა, რომელიც სველ ტანსაცმელს იცვამდა წლების განმავლობაში, იმიტომ რომ გაშრობის პროცესში არ მომხდარიყო მისი დაბინძურება. 

ხშირად მყოლია პაციენტი, რომელიც კარის იქით არის და მე თუ არ გავედი არ შემოვიყვანე, ვერ შემოდის რადგან კარის ზღურბლის გადალახვის შიში აქვს. 

ქუჩაში ბევრი ადამიანი შემიმჩნევია, რომელიც პირჯვარს ძალიან ბევრჯერ იწერს, შეიძლება საათობით იდგეს და ამას აკეთებდეს, ასევე მარჯვენა ფეხით იწყებს რაღაცებს, თუმცა აქ არ უნდა შეგვეშალოს - ცრურწმენა კიდევ სხვა რაღაც არის, ეს ხელს არ გვიშლის ყოველდღიური ცხოვრებაში და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ცრურწმენა, თუმცა ეს როდესაც გადადის იმაში, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი გვეშლება ამის გამო, შემდეგ უკვე სპეციალისტის ჩართულობა არის კარგი“, - ამბობს ხატია სულაბერიძე. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ არ უნდა ვისხდეთ დიდხანს უნიტაზზე ტელეფონით ხელში? - ლევან რატიანის გაფრთხილება!

⭕კარმული დღე, რომელიც ძველ კონფლიქტებს გააღვიძებს - რას გვიმზადებს 17 ნოემბერი?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕