ბევრისთვის თავის დაბანა ყოველდღიური ჰიგიენური რუტინაა, თუმცა ეზოტერიკოსები მიიჩნევენ, რომ წყალი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სითხე. ის ენერგიის უძლიერესი მატარებელია, რომელსაც ადამიანის ბედზე ზემოქმედება შეუძლია. აღმოჩნდა, რომ კვირის დღეების მიხედვით წყლის პროცედურებმა შესაძლოა თქვენი ფინანსური მდგომარეობა ან იღბალი რადიკალურად შეცვალოს:
„ოქროს დღეები“: როდის არის წყალი თქვენს მხარეს?
სამშაბათი ფულის მაგნიტი: ამ დღეს თავის დაბანა ფინანსური ნაკადების გააქტიურებასთან ასოცირდება. ითვლება, რომ წყალი „რეცხავს“ დაბრკოლებებს, რომლებიც ფულთან წვდომას გიკეტავთ.
ოთხშაბათი იღბლის გახსნა: თუ ახალ შანსებსა და იღბალს ეძებთ, ოთხშაბათი საუკეთესო დროა. ეს დღე ახალ შესაძლებლობებსა და წარმატებას მოგიტანთ.
ხუთშაბათი ძალა და ბარაქა: ხუთშაბათის წყალი შინაგან სტაბილურობასა და ოჯახურ კეთილდღეობას (ბარაქას) აძლიერებს.
ფრთხილად: დღეები, როცა წყალმა შესაძლოა ენერგია წაგართვათ
ეზოთერიკული სწავლებების მიხედვით, არსებობს დღეები, როდესაც წყალთან ზედმეტი კონტაქტი, განსაკუთრებით თავის დაბანა რეკომენდებული არ არის:
ორშაბათი: შესაძლოა კვირის დასაწყისისთვის საჭირო სასტარტო ენერგია „ჩამოირეცხოთ“.
პარასკევი: ამცირებს შინაგან ბალანსს და ფიტავს თქვენს რესურსებს.
კვირა: ამ დღეს წყლის პროცედურებმა შესაძლოა შინაგანი ენერგია დაასუსტოს.
„წყალი ყოველთვის რეაგირებს შენზე, ის ან გაძლიერებს, ან გაშორებს შენს ენერგიას“, - აცხადებენ ენერგოპრაქტიკოსები.