Digest Logo

„თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!“ - ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

1768854109
ექიმი-პედიატრი

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული:

„რა ლამაზად თოვს და როგორი გახარებულები არიან ჩვენი ბავშვები.

ცივი ჰაერი არ გვემუქრება - ნამდვილი მტერი გადაცივება და გადაღლაა.

თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!

ბავშვი შაქრის ნამცხვარი არაა — ჰაერზე არ დნება. უფრო მეტიც, სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული.

და ბოლოს, გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი, ჩააცვით მშრალი წინდა და მერწმუნეთ უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან დიდი ტკივილი მაქვს დღემდე, რომ მამა გარდაცვლილიც ვერ ვნახე“ - რას ამბობს თამუნა ამონაშვილი

„როგორ უხმობს გვარი უნარების მქონე სულს, რათა გვარში დაიბადოს არაჩვეულებრივი ბავშვი...“ - რას წერს თამარ იოსელიანი

🎥 „სცენაზე დგომა საუკეთესო შეგრძნებაა“ - მარიამ მათიაშვილის ცეკვის ვიდეო სოცქსელს იპყრობს