ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ფულის დამეგობრებისთვის რიტუალებსა და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„მე მიყვარს ფული, მე მას გონივრულად და კონსტრუქციულად ვიყენებ. ფული ჩემს ცხოვრებაში მუდმივად ცირკულირებს. მე მას სიამოვნებით გავცემ და ის მიბრუნდება ნამატით ჯადოსნური გზით და ეს ძალიან, ძალიან კარგია. ფული უხვად მოედინება ჩემკენ. მე მას მხოლოდ საკეთილდღეოდ ვიყენებ და მე მადლიერი ვარ ამ კეთილდღეობისთვის, მადლიერი ვარ ჩემი გონებრივი სიმდიდრისთვის“.
ჯოზეფ მერფი „თქვენი ქვეცნობიერის ძალა“.
პირველად ჯოზეფს გავეცანი წიგნის „როგორ მოვიზიდოთ ფული“ თარგმნისას, ეს იყო დაახლოებით 2008 წლამდე, პერიოდი როდესაც ჯერ კიდევ აქტუალური იყო ფული როგორც „ხელის ჭუჭყი“, მას არაერთი ნეგატიური ეპითეტით ახსენებდნენ. ეს წიგნი თავის დროზე აღმოჩენა იყოს ჩემთვის, მან რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება ფინანსების მიმართ. გახსოვდეთ მთავარი არის თქვენი ფულთან დამოკიდებულება, თქვენი ფიქრები, აზრები, ემოციები.
p.s. ყველას გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას. How To Attract Money
ფინანსების მოსაზიდად პრაქტიკული რჩევები
ატარეთ ჩანთაში რაღაც ტკბილი
– შოკოლადის მონეტა ან პატარა კანფეტი იზიდავს ფინანსურ ენერგიას.
გაიცანით ფულის ფერი
– ოქროსფერი ასოცირდება ფულის ენერგიასთან; დაუმეგობრდით ამ ფერს თქვენს ნივთებში.
საფულეში მაგნიტი
– მცირე მაგნიტი ხელს უწყობს ფულის ენერგიის შეკვრას.
იყავით თამამი გარემოში
– ნუ ერიდებით ძვირად ღირებულ მაღაზიებს, კაფეებს ან სხვა დაწესებულებებს; დაიმახსოვრეთ მათი ენერგეტიკა.
განათავსეთ ფული სწორად
– არ დადოთ ფული ყველგან – ჩაურიცხეთ ანგარიშზე, ჩადეთ კონვერტში ან სადმე უსაფრთხოდ.
გადახდა და თანხის მართვა
– თუ თანხის დახარჯვამდე შფოთი გაქვთ, წარმოთქვით: „მე ამ ფულით ვყიდულობ ჩემს კეთილდღეობას.“
ფეხსაცმლის ენერგეტიკა
– ნურც აჩუქებთ, ნურც გადაყრით; სიმბოლურად მიჰყიდეთ 1 ლარად, წარმოთქვით: „მე ვწყვეტ ამ ფეხსაცმელთან ყოველგვარ ენერგეტიკულ კავშირს.“
თავის სიამოვნებისთვის ფულის დახარჯვა
– ნუ დაზოგავთ საკუთარ სიამოვნებაზე; სამყარო გექცევათ ისე, როგორც თქვენ თავს ექცევით.
ტრანსაქციები ტაქსიში და მარკეტში
– გადაიხადეთ მიღებული სერვისისთვის მეტი, ვიდრე გითხრეს.
სავარჯიშო ტექნიკური საკითხები სახლში
– ნებისმიერი პრობლემის (გაწყვეტილი ონკანი, მილები) შეკეთება ხელს უშლის ფინანსურ დანაკარგებს.
ფულის შენახვა
– ნუ დახარჯავთ ახალად მიღებულ თანხას ერთ ღამეზე ნაკლებ დროს; დარჩეს საფულეში ან ანგარიშზე.
სესხი და ვალი
ნუ ისესხებთ ახალმთვარეობიდან 1 კვირის განმავლობაში.
დააბრუნეთ ვალი მხოლოდ სავსემთვარეობის შემდეგ.
ნუ ისესხებთ სამშაბათ დღეს.
ვალის დაბრუნება უმჯობესია პარასკევს.
ვალი დააბრუნეთ წვრილი კუპიურებით.
არ გაასესხოთ თანხა, რომელიც შეიცავს ციფრებს „2“ ან „0“ (მაგ: 2, 20, 200).
არომატები ფულის მოსაზიდად
– პაჩული და ფორთოხალი ითვლება ფულის არომატებად.
– შემოსავლებს ხელს უწყობს დაფნის ფოთოლი და სანდლის ჩხირი.
შემოსავლების ზრდისთვის გამოიყენება სხვადასხვა სიმბოლოები, მინერალური ქვები. უალტერნატივოა შრივაცას და კიდევ რამდენიმე სიმბოლიკის გამოყენება, სხვა დანარჩენი კი სიფრთხილითაა შესარჩევი, მაგ: სპილოს სიმბოლო, რომელიც ცნობილია (შემოსავლების ზრდით, ბარაქით) შესაძლოა თქვენთვის დამაზიანებელიც აღმოჩნდეს, სიმბოლოებს აქვს გამოხატული საკმაოდ ძლიერი ენერგია, ამიტომ ჯობია შეარჩიოთ გონივრულად.
ჩვენთან შესაძლებელია თქვენი ინდივიდუალური ფულის თილისმის განსაზღვრაც“, - წერს ქეთი ოდიშელი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვამაყობ შენით...“ - სოფია კვინიკაძე იუბილარია, რამდენი წლის გახდა ბლოგერი?
🔵10 იანვრიდან 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
🎥 „რა ლამაზები ხართ“ - ევა ბარბაქაძე რჩეულთან ერთად ბანკოკში ისვენებს