
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ცხელ ჩაიში ლიმონის მოთავსება არასწორია.
მიზეზი მარტივია, ცხელი წყალი ლიმონს სასარგებლო თვისებებს უკარგავს:
„თუ ცხელ ჩაიში ლიმონს ათავსებთ, იცოდეთ, რომ არასწორად იქცევით.
ალბათ ყველას უყვარს ცხელი ჩაი ლიმონით.
თუ ლიმონს მოათავსებთ ჭიქაში და მაშინვე ჩაის დაასხამთ - არის არასწორი ქმედება, რადგან მაღალ ტემპერატურაზე სასარგებლო თვისებები, კომპონენტები კვდება და ვიღებთ იმას, რაც აღარ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის კარგი“, - ამბობს ირაკლი არაბული.
ასევე დაგაინტერესებთ: