Digest Logo

🎥 უნდა დაესწროს თუ არა მეუღლე ცოლის მშობიარობას? - სპეციალისტის რჩევები

1758179245
თკო ლომიძე

უნდა დაესწროს თუ არა მეუღლე ცოლის მშობიარობას და რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა თაკო ლომიძემ ისაუბრა.

ფსიქოლოგმა ყურადღება გაამახვილა პოტენციური რისკფაქტორების შესახებ და განმარტა, რომ ამის შესახებ უკვე არსებობს სტატისტიკა, რომელიც ნათელს ხდის მშობიარობის შემდეგ ოჯახური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ხანდახან მამები რჩებიან ხოლმე ფუნქციის გარეშე, რადგან არ იციან, რითი შეიძლება დაეხმარონ დედას. თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედამ უთხრას, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება მისგან, და მამამ ის შეძლოს. თუ მამა სამედიცინო პროცესებს აკონტროლებს და იცის, რა კონკრეტული მოქმედებები უნდა განახორციელოს, მაშინ მისი როლი სასარგებლო და ფუნქციონალური ხდება“, - განაცხადა თაკო ლომიძემ.

ფსიქოლოგმა ასევე დაასკვნა, რომ პოსტსამშობიარო დეპრესია არ შეეხება მხოლოდ დედებს.

„მამებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ ამპლუაში გადასვლა ეტაპობრივად მოხდეს, რადგან მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახში. თუ დედასაც აქვს პოსტსამშობიარო დეპრესია, მაშინ მამამ შეიძლება განიცადოს იგივე მდგომარეობა, და რისკი შესაძლოა 25 პროცენტამდე გაიზარდოს“, - აღნიშნა თაკო ლომიძემ.

მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მარიამ ელიაშვილი ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს - „გაგიზარდოთ უფალმა“

⭕ სალომე ლაშხი ლიმნისფერ კაბაში პოზირებს - „როგორ გიხდება ეს ფერი“

⭕დღეიდან ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან