Digest Logo

🎥 უნდა მოერიდოს თუ არა ორსული შინაურ ცხოველთან კონტაქტს და რა გავლენას ახდენს ჩვილზე ოთხფეხა მეგობართან თანაცხოვრება

1730390968
ორსული და ცხოველი

უნდა მოერიდონ თუ არა ორსულები შინაურ ცხოველებთან კონტაქტს, მოვარიდოთ თუ არა ჩვილი ძაღლის და კატის ბეწვს - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ნინო ლომიძემ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა.

„თუ მას ალერგიული სიმპტომები არ აქვს, ან დადგენილი აქვს ალერგია და სიმპტომები ცხოველთან ურთიერთობის დროს უმძაფრდება, რა თქმა უნდა, უნდა მოერიდოს, რადგან არ დაიტვირთოს ორსული ზედმეტი მედიკამენტებით სიმპტომების საკონტროლოდ.

მაგრამ თუ არანაირი ალერგია არ აქვს, მასთან ერთად ცხოვრობს ცხოველი და ჩვილიც იქ იბადება, პირიქით, გარკვეული კვლევები არსებობს, რომ ალერგიის შინაურ ცხოველებზე განვითარების რისკი ასეთ ბავშვებს გაცილებით ნაკლები აქვთ, რადგან დაბადებიდან ხდება მათთან ადაპტაცია“, - ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩემი ცხოვრების მთავარო სიყვარულო! შენ გეკუთვნის, ჩემს მიმართ დაწერილი ყოველი თბილი და დადებითი კომენტარი“ - „მასტერის“ მილოცვა იუბილარ დედას

🎥 „მგონი კლიპების გადაღება უნდა დავიწყო👌“ - რა კადრებს აქვეყნებს მამულიჩა

„სასიხარულო ამბავი!“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე